ჩვენებები: – თირკმლის უკმარისობით გამოწვეული ოსტეოდისტროფია დიალიზით ან მის გარეშე; – ჰიპოპარათირეოზი; – რაქიტი და D-რეზისტენტული ან D-დამოკიდებული ოსტეომალაცია (ფსევდო-დეფიციტი); – თირკმელებში ცვლილებებით გამოწვეული რაქიტი ან ოსტეომალაცია, რაც დამოკიდებულია D ვიტამინის მეტაბოლიზმზე; – პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი.
დოზირება: ყველა ჩვენებისთვის საწყისი რეკომენდებული დოზაა: –20 კგ-ზე მეტი სხეულის წონით ბავშვები და მოზრდილები: 1 მკგ დღეში; – 20 კგ-ზე ნაკლები წონით ბავშვები: 0,05 მკგ/კგ/დღეში. თანმიმდევრულად შეიძლება დოზის კორექცია პასუხის შესაბამისად.
უკუჩვენებები: – ჰიპერკალციემია; – პროდუქტი არ უნდა მიეცეს ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს; – ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა D ვიტამინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: პროდუქტი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
შენახვის პირობები: შეინახეთ სიცხისგან, ტენიანობისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე