DECOLEROL 5.000 UI caps #28

DECOLEROL 5.000 UI caps #28

თურქეთი

ვეფა ილაჩი
About Product

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: ყოველი რბილი კაფსულა შეიცავს 5.000სე ქოლეკალციფეროლს (125მკგ ვიტამინი D3) (მიღებული ცხვრის მატყლისგან); დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, E ვიტამინი, საკვები ჟელატინი, გამოხდილი წყალი, გლიცერინი, სორბიტოლი.

ჩვენება: დეკოლეროლ 5.000 შეიცავს ქოლეკალციფეროლს (მიღებული ცხვრის მატყლისგან), როგორც აქტიურ ნივთიერებას (ქოლეკალციფეროლი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც D3 ვიტამინი). როგორც დამხმარე ნივთიერება, ის შეიცავს საკვებად გამოსაყენებელ ჟელატინს (ხარის ჟელატინი). D ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმს აითვისოს კალციუმი. D ვიტამინი გვხვდება ზოგიერთ საკვებში და გამომუშავდება კანის საშუალებით მზის ზემოქმედების დროს. ვიტამინი D ეხმარება თირკმელებსა და ნაწლავებს კალციუმის შეწოვაში და ხელს უწყობს ძვლის წარმოქმნას. დეკოლეროლ 5.000 გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში: D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია, თუ არსებობს D ვიტამინის დეფიციტის ან მეტი D ვიტამინის საჭიროების რისკი. D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა დადასტურებული ლაბორატორიული ტესტებით.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ქოლეკალციფეროლის ან კაფსულაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ; თუ აქვს სისხლში (ჰიპერკალცემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია) კალციუმის მაღალი დონე; თუ თირკმელების მწვავე უკმარისობა აქვს; თუ აქვს კენჭი თირკმელებში; თუ სისხლში D ვიტამინის მაღალი დონე აქვს (D ჰიპერვიტამინოზი); არ გამოიყენება 11 წლამდე ასაკის ჩვილებსა და ბავშვებში.
მიღების წესი: ყოველთვის მიიღება მედიკამენტი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C.

ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის მიღება დაუშვებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Show More
More Info
Brand
ვეფა ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
5000სე
Form
კაფსულა
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page