About Product
დუოკსოზინი
აქტიური ნივთიერებები - დუტასტერიდი 0,5 მგ, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4 მგ (ექვივალენტურია 0,367 მგ ტამსულოზინისა ).
დამხმარე ნივთიერებები:
•რბილი ჟელატინის კაფსულა დუტასტერიდის შემცველი : პროპილენგლიკოლის მონოკაპრილატი, II ტიპის, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი (E321)
•რბილი ჟელატინის კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, სოიოს ლეციტინი
•ტამსულოზინის შემცველი პელეტები : მეტაკრილის მჟავისა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსია, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პოლისორბატი 80, მიკროკრისტალური ცელულოზა, დიბუტილსებაცინატი , ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი , კალციუმის სტეარატი
•მყარი კაფსულის გარსი: რკინის ოქსიდი შავი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ჟელატინი
•მელანი: შელაკი (E904), შავი რკინის ოქსიდი (E172), პროპილენგლიკოლი (E1520), კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი (E527), კალიუმის ჰიდროქსიდი (E525).
გამოყენების ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) ზომიერი და მძიმე სიმპტომების მკურნალობა.
შარდის მწვავე შეკავების (შმშ) განვითარებისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროების რისკის შემცირება პაციენტებში წჯკჰ-ის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის, აგრეთვე 5α- რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მიმართ.
- ორთოსტატული ჰიპოტენზია
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
- მდედრობითი სქესი, ბავშვთა ან მოზარდობის ასაკი
დოზირების რეჟიმი
ზრდასრული პაციენტები (ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით)
პრეპარატ დუოქსოზინის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ კაფსულას (0,5 მგ/0,4 მგ) დღე-ღამეში.
გამოყენების წესი
შინაგანად მიღებისთვის.
პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინსტრუქცია, რომ გადაყლაპონ კაფსულები მთლიანად დაახლოებით 30 წუთის შემდეგ საკვების ერთი და იგივე მიღებიდან ყოველდღე. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა ან გახსნა! მყარ კაფსულაში შემავალ დუტასტერიდთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
Show More
More Info
207603
Country
ამერიკის შეერთებული შტატები
Generic
fish oli (omega-3) /EPA+DHA/+cholecalcipherol /D-3/+cholin