ჩვენებები: ბევიტუმი მაგნიუმით ხელს უწყობს ენერგიის სინთეზს და დადებითად მოქმედებს შრომის უნარიანობის ამაღლებაზე. ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ტკივილისა და ფსიქო-ემოციური ლაბილობის მიმართ; ნერვული სისტემის დისფუნქციით და მეტაბოლური პროცესების დისრეგულაციით გამოწვეული სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თავბრუ, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ყურადღების დარღვევები და-ანჰიპერაქტიულობა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია; შაკიკი; დაძაბულობითი თავის ტკივილი; გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები; ანემია; ჰეპატიტი; ენდოკრინული სისტემი სდისფუნქცია: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ჰიპოთირეოზი; კანის სხვადასხვა პათოლოგიები (ბერი-ბერი, სებორეული ეგზემა); სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი); ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა სტრესის, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: 12 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. მიღება რეკომენდებულია კვების შემდეგ წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია ექიმის რეკომენდაციით. გამოყენებამდე პაციენტი უნდა გაეცნოს გამოყენების ინსტრუქციას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადილზე არაუმეტეს +25? ტემპერატურის პირობებში.
სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. მკურნალობის სქემაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.