About Product
შემადგენლობა: პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 250მგ; ვიტამინი B2
(რიბოფლავინი რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატის სახით) 4მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 250მგ; ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1500მკგ; დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, მონოთიოგლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
ჩვენებები: B1, B2, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზი; ნერვული სისტემის დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, როგორებიცაა: პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულო და რეტრობულბარული ნევრიტები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური პოსტტრავმული); სხვადასხვა გენეზის ანემიები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი; სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი; თვალის დაავადებები: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული; მომატებული ფიზიკური დატვირთვა; იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის ბენევრონი B დოზირების რეჟიმი და მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ. 10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად-1 ამპულა (3მლ) ერთჯერ დღეში. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში. ექიმის დანიშნულებით პრეპარატის ბენევრონი B 1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთჯერ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე ფორმები; პოლიციტემია (სისხლში ერითროციტების მომატებული რაოდენობა); კიბოსწინა დაავადებები; 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ბავშვისათვის.
გამოყენება პედიატრიაში: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.ენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 25C ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
117239
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Generic
thiamine+pyridoxine+cyancobalamin+riboflavin