Xylazol spray 1mg+50mg 10ml #1

Xylazol spray 1mg+50mg 10ml #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
ქსილაზოლი

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 1 მგ, დექსპანტენოლი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი, დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ბენზალკონის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება:
მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს რინიტის ნიშნებით, მწვავე ალერგიული რინიტის, ვაზომოტორული რინიტის, სინუსიტის, შუა ყურის ანთების (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპების შემცირების მიზნით) დროს, რინოსკოპიის ჩატარების გაადვილების მიზნით, ცხვირის ღრუს არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცხვირიდან დარღვეული სუნთქვის აღსადგენად.

გამოყენების წესი და დოზები:

ინტრანაზალური გამოყენებისათვის.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში არაუმეტეს 3-ჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ რეაქციაზე.

ქსილაზოლის გამოყენება არ უნდა მოხდეს 7 დღეზე მეტი პერიოდით, განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების წესი: გამფრქვევიდან იხსნება დამცავი თავსახური. სპრეის პირველ გამოყენებამდე საჭიროა გამფრქვევზე რამდენჯერმე დაჭერა, პრეპარატის თანაბარ გამოფრქვევამდე. შემდგომი გამოყენებისას ფლაკონი მზად არის გამოყენებისათვის. გამოყენებამდე საჭიროა ცხვირის გასუფთავება, გამფრქვევის შეყვანა ცხვირში. ფლაკონი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვა. გამოყენების შემდეგ საჭიროა გამფრქვევის გაწმენდა და დამცავი თავსახურის დაფარება.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
xylometazoline+dexpanthenole
Dose
(1მგ+50მგ)1მლ
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page