Valubroncho junior  syrup 150ml N1

Valubroncho junior syrup 150ml N1

სერბეთი

ესენსა
About Product
სუროს ფოთლების ექსტრაქტი

ჩვენებები:
სუროს ფოთლების აქტიური ინგრედიენტები ხელს უწყობს ბლანტი ბრონქული სეკრეტის გათხიერებას და აუმჯობესებს ნახველის ამოხველებას; დადებითად მოქმედებს ბრონქების გლუვი კუნთების მოდუნებაზე და ამშვიდებს მშრალ, გამაღიზიანებელ ხველას. სუროს ორმაგი მოქმედების შედეგად, ვალუბრონქო ჯუნიორი სიროფი ეფექტურია ყველა სახის ხველის დროს.

დოზირება:
მოზრდილები და 12 წლის ასაკიდან ბავშვები: 5 მლ 2-ჯერ დღეში, შეფუთვაში მოწოდებული დისპენსერის გამოყენებით;
6-12 წლის ასაკის ბავშვები: 2,5 მლ 2-ჯერ დღეში, შეფუთვაში მოწოდებული დისპენსერის გამოყენებით;
3-5 წლის ასაკის ბავშვები: 2,5 მლ ერთხელ დღეში, შეფუთვაში მოწოდებული დისპენსერის გამოყენებით;
3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
პროდუქტი გამოიყენება 5-7 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:
პროდუქტი რეკომენდებული არ არის მისი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირების, 3 წლამდე ასაკის ბავშვების, ორსულების და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.
ჰიპერმგრძნობიარე პირებში, შესაძლებელია ალერგიული რეაქციის სიმპტომების განვითარება (ჭინჭრის ციება, გაძნელებული სუნთქვა).
არ არის რეკომენდებული ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება

შენახვის პირობები:
პროდუქტი უნდა ინახებოდეს ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილას 25˚C-მდე ტემპერატურაზე. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი ბოთლს ყოველი გამოყენების შემდეგ. გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახოთ მაცივარში და გამოყენებისთვის ვარგისია სამი თვის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ესენსა
Country
სერბეთი
Generic
Hederae folium
Form
სიროფი
Quantity
1
Volume
150მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page