ჩვენება: სტოპო გრიპინი ხასიათდება: ბრონქოლიზური მოქმედებით; ახასიათებს ზომიერი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; აძლიერებს იმუნიტეტს. სტოპო გრიპინის მოქმედება კომპლექსურია, მოქმედებს ყველა იმ სიმპტომზე, რომლებიც ვლინდება გაციების და გრიპის დროს. ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედება; ხსნის ყელის ტკივილს და ტკივილს გულმკერდის არეში, ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და გამონადენს, ხასიათდება ბრონქოლიზური მოქმედებით: როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს. ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას. ამცირებს ხველას, ხსნის სპაზმს. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონიდებს, ამინომჟავეებს, ვიტამინ C. ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი-ხასიათდება ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო, ბრონქოლიზური მოქმედებით. ყელ-ყურ ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე მოქმედებს ბაქტერიოციდულად. ცაცხვის ყვავილები-გამოიყენება გაციების დროს, სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველის და თავის ტკივილის დროს. ვიტამინი C -არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში. L ლიზინი-გვხვდება ყველა ცილის შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს, ხასიათდება მუკოლიზური მოქმედებით.
მიღების წესი და დოზირება: ასაკობრივი ჯგუფი ერთჯერადი მიღების დღიური წლამდე ასაკის დოზა ჯერადობა დოზა ბავშვებში 2.5მლ 3-ჯერ დღეში 7.5მლ 1 წლის ზევით 5მლ 3-ჯერ დღეში 15მლ პროდუქტი ნატურალურია, ამიტომ შეიძლება შეიცავდეს ნალექს. გამოყენებამდე კარგად უნდა შეანჯღრიონ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 2 თვის მანძილზე.