სიროფსედალი არის სამედიცინო დანიშნულების საგანი, რომელიც ნაჩვენებია მშრალი და პროდუქტიული ხველის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.
წინააღმდეგჩვენებები:
არ გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ან ალერგიის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.
სიროფსედალის გამოყენების წესი:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი, გამოიყენეთ მზომი კოვზი. ბავშვები 1-დან 6 წლამდე: 5 მლ (1 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის. ბავშვები 6 წლის ზემოთ და მოზრდილები: 10 მლ ( 2 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის. კარგად გარეცხეთ მზომი კოვზი ყოველი გამოყენების შემდეგ. კარგად დაახურეთ თავსახური ბოთლს ყოველი მოხმარების შემდეგ.
სიროფსედალის სამკურნალო თვისებები: სიროფსედალი არის მზა სიროფი, რომელიც მოქმედებს მექანიკურად ზემო სასუნთქ გზებზე: - იცავს ყელს: სიროფსედალის შემადგენელი კომპონენტები წარმოქმნის დამცავ ბარიერს ლორწოვან გარსზე და იცავს ლოწოვანს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან. - ამშვიდებს ხველას: დამცავი ბარიერი ამცირებს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის ანთებას და შესაბამისად ამშვიდებს ხველას. - ხელს უწყობს ლორწოს ფიზიოლოგიურ ამოხველებას: სასუნთქი გზების ლორწოვანზე წყლის შეკავებით, სიროფის შემადგენელი აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს ლორწოვანის უკეთ დატენიანებას, ათხიერებს წებოვან ნახველს და აიოლებს ამოხველებას.
შენახვის პირობები: - არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს - შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ და გრილ ადგილას - შეინახეთ გახსნიდან 1 თვის განმავლობაში