ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ავლენს ამოსახველებელ, ხველის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზურ მოქმედებას. იგი ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის ევაკუაციას.
ჩვენება: პრეპარატი, როგორც სიმპტომური საშუალება, გამოიყენება ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვის ანთებითი დაავადებების დროს კოპლექსური თერაპიის სახით.
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. პრეპარატის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად (0,22%-ში) შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია ან სორბიტოლი გახდეს მსუბუქი ფაღარათის მიზეზი.
მიღების წესი და დოზირება: იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი არ არის სხვაგვარად დანიშნული, მაშინ 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 3-ჯერ დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში 2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, მოზრდილებში 2-3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. ყოველი გამოყენების წინ ფლაკონს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური.
დაავადების მსუბუქი ფორმების დროს მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 1 კვირას. მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია კურსის რამოდენიმე დღით გაგრძელება. არასასურველი ეფექტის არსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთებული მითითებანი: პროსპანის სიროფი არ შეიცავს ალკოჰოლს, შაქარსა და საღებავებს. სუროს ფოთლების ექსტრაქტის თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად, გამოსაწვლელად, მისი გაშრობის პროცესში, რომელიც სრულად სცილდება ექსტრაქტს ადსორბენტის სახით, იყენებენ 30% ეთანოლს.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.