ომილის სპრეი ამსუბუქებს გაცივებით, ხველითა და ტონზილიტით გამოწვეულ ყელის ტკივილის შემაწუხებელ სიმპტომებს. ატენიანებს ლორწოვან გარსს. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს. შემადგენლობა: ექინაციის ექსტრაქტი 5 მგ, თიმის ექსტრაქტი 4 მგ, აცეროლას ექსტრაქტი 4 მგ, ლაკრიცის ექსტრაქტი 4 მგ, მოცვის ექსტრაქტი 4 მგ, შტოშის ექსტრაქტი 2,5 მგ, პროპოლისის ექსტრაქტი 2 მგ, ნატრიუმის ჰიალურონატი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, დეიონიზირებული წყალი, ფორთოხლის არომატიზატორი, სტევია. მიღების წესი და დოზირება: 1- 12 წელი: 2 შესხურება 3-ჯერ დღეში; მოზრდილებში: 4 შესხურება 3-ჯერ დღეში.
გაფრთხილება: პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ არის სამედიცინო პრეპარატი ან მისი შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ 15-25რC ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე. ვარგისია გახსნიდან 3 თვე. გამოშვების ფორმა: 30 მლ ფლაკონი მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ.