NEBIANAX 3% SPRAY 100მლ #1

NEBIANAX 3% SPRAY 100მლ #1

იტალია

ბუონა-სპა
About Product
დასახელება - ნებიანაქსი სპრეი 3% 100მლ ფლაკონი #1

ნაზალური სპრეი წარმოადგენს 3% ჰიპერტონული ხსნარისა და ჰიალურონის მჟავის კომბინაციას.ის ახდენს დეკონგესტატურ და ლორწოს გამათხიერებელ ზემოქმედებას ცხვირის ლორწოვან გარსზე. ხელს უწყობს გამონადენის დრენაჟს, რის გამოც ეფექტურად აღადგენს სასუთქი გზების გამავლობას და სასუნთქი გზების სისუფთავის შენარჩუნებას. განსაკუთრებით ეფექტურია გაციების, რინიტის (ალერგიული), რინოსისნუსიტის და სინუსიტების დროს. ოპერაციის შემდგომ პერიოდში მისი გამოყენება ხელს უწყობს რეგენერაციის პროცეს.
ხსნარის ნებულიზირება ხდება სპეციალური მოწყობილობით (BOV can, Bag on Valve), პედიატრიული აპლიკატორით
ინფორმაცია:
რატომ გამოიყენება ჰიპერტონული ხსნარი?
მას აქვს მარილების უფრო მაღალი კონცენტრაცია, ვიდრე ჩვენს უჯრედებში.რის გამოც ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას ის ახდენს ჭარბი სითხის დრენირებას, ხსნის შეშუპებას და ათავისუფლებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს
რატომ ჰიალურონის მჟავა?
იგი ეკვრის ლორწოვანის ზედაპირს, ქმნის დამცავ გარს და ახდენს ფიზიოლოგიურად წყლის შეკავებას.
პრეპარატის შემადგენლობაში მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავის არსებობა განსაკუთრებით შესაფერის ხდის ბავშვებში გამოსაყენებლად.
ჰიალურონის მჟავა არის ჩვენი ორგანიზმის მიერ ბუნებრივად გამომუშავებული ნივთიერება, რომელის დანიშნულებაც ქსოვილების ჰიდრატაციის შენარჩუნებაა, რითიც ხელს უწყობს ცხვირის სავალების დატენიანებას.
გაფრთხილებები:
კონტეინერი არის წნევის ქვეშ.
პროდუქტი დაცული უნდა იყოს მზისგან და არ უნდა ექვემდებარებოდეს 50რC-ზე მაღალ ტემპერატურას.
არ შეინახოთ მაცივარში.
არ გახვრეტოთ, არ დაწვათ გამოყენების შემდეგ.
გამოიყენეთ პროდუქტი ექსკლუზიურად იმ გამოყენებისთვის, რისთვისაც ის არის განკუთვნილი.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში სხვა მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში გამოიყენეთ ექიმის რჩევით.
არასასურველი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული ვარგისიანობის ვადა ეხება უცვლელ და სწორად შენახულ პროდუქტს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ შიდა ინსტრუქციები პროდუქტთან ერთად
დოზირება:
გამოყენების წინ ბალონიდან მოვხსნათ დამცავი თავსახური და დავამაგროთ სპეციალურად მისთვის განკუთვნილი გამაფრქვეველი(რომელიც თან ახლავს). უმჯობესია შეფრქვევა მოხდეს თავის გვერდზე გადახრილ პოზიციაში (არავითარ შემთხვევაში უკან გადახრილ). აპლიკატორს ვათავსებთ ცხვირის ნესტოში და დოზატორზე ზეწოლით ვანხორციელებთ შეფრქვევას. ანალოგიურად ვიქცევით მეორე ნესტოში, ოღონდ თავს ვხრით საპირისპირო, მეორე მხარეზე
წლამდე ასაკის ბავშვებთან გამოყენებისას წინასწარ კონსულტაცია უნდა იქნეს განვლილი მკურნალ ექიმთან
ჩვილები: 1 შეშხურება ნესტოში 1-2-ჯერ დღეში;
ჩვილებში დოზატორის ზომისა და სიძლიერის გათვალისწინებთ უმჯობესია გამოყენებული იქნეს 6 თვის ასაკიდნ,
ბავშვები: 1-3წ. 1 შეშხურება ნესტოში 2-3-ჯერ დღეში;
მოზრდილები: 2-4 შეშხურება ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
Show More
More Info
Brand
ბუონა-სპა
Country
იტალია
Generic
aqya sea /hypertonic/+hyaluronic acid
Dose
3%
Form
სპრეი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
Home
Cart
My Page
Pharmadepot | NEBIANAX 3% SPRAY 100მლ #1