Nebial kids solution 3% #20

Nebial kids solution 3% #20

იტალია

ბუონა-სტევეჯონსი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hyaluronic acid sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ნებიალ კიტი 3% განკუთვნილია:
ცხვირის წიაღების ყოველდღიური გასუფთავებისთვის, სურდოს, რინიტის, სინუსიტის და ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც ჰაერსავლ გზებში აღინიშნება ლორწოს სეკრეციის გაძლიერება, შესქელებული ლორწოს დაგროვება, სუნთქვის გაძნელება.

შემადგენლობა:
1.ნორმალური პH -ის მქონე 3%-იანი ჰიპერტონული ხსნარის და ჰიალურონის მჟავის შემცველი N20 ერთჯერადი ფლაკონი
2. შპრაყ-სოლ®-.ნაზალური ნებულაიზერი
ჰიპერტონული ხსნარი:
1. ხსნის შეშუპებას
2. ათხელებს დაგროვილ ლორწოს
3. უზრუნველყოფს ჭარბი სეკრეტის მარტივად გამოდევნას რის გამოც სურდოს, რინიტის , სინუსიტის დროს ნადებისგან თავისუფლდება ჰაერასვალი გზები და უმჯობესდება სუნთქვა

ჰიალურონის მჟავა: ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება თავანდ ჩვენს ორგანიზმში. მის მიერ შექმნილი დაცვითი ფენა ერთის მხრივ ინარჩუნებს ქსოვილის ფიზიოლოგიური ტენიანობას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესებს.

პრეპარატ ნებიალ კიტი3%-ში შემავალი ჰიალურონის მჟავა ჰაერსავალი გზების ლორწოვანის აღდგენასთან ერთად უზრუნველყოფს ჰიპერტონული ხსნარის ეფექტის გაზრდას.

ჩვენება:
• სინუსიტი
• ფარინგიტი
• რინოფარინგიტი
• სტომატიტი
• ტონზილიტი,ლარინგიტი
• ენდონაზალური ჩარევის პრედოპერაციულ მოსამზადებელ ეტაპზე, ან პოსტოპერაციული პერიოდი

გამოყენება:
• ახალშობილებში ჭამის და ძილის წინ რამოდენიმე წვეთი თითოეულ ნესტოში
• ბავშვები და მოზრდილებში 2-3 სანაცია დღეში
• არ შეიცავს კონსერვანტებს

შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებულაიზერებში

ნაზალური ნებულაიზერი Spray-sol®.
წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას,რომლის პატენტის მფლობელიც თავად კომპანიაა. მისი ტექნიკური უპირატესობა არის ხსნარის გადაყვანა მაღალდისპერსიულ მდგომარეობაში (10-20 მკრ), რაც უზრუნველყოფს პრეპარატით ჰაერსვალი გზების სწრაფად და სრულად დაფარვას და ბიოშეღწვადობის გაზრდას.

სამედიცინო მოწყობილობის ფორმა და მასალის სირბილე იძლევა საშუალებას უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.
Show More
More Info
Brand
ბუონა-სტევეჯონსი
Country
იტალია
Generic
aqya sea /hypertonic/+hyaluronic acid
Dose
3%
Form
ხსნარი
Packing
კომპლექტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page