შემადგენლობა წყალი, გლიცერინი, მრავალძარღვას (Plantago lanceolata L.) ფოთლების სითხოვანი ექსტრაქტი, ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica (L.)Ach.) თალუსის სითხოვანი ექსტრაქტი, თუთიის გლუკონატი, გრეიფრუტის (Citrus paradise Macfad.), მარცვლების ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 50% ბიოფლავონოიდები გამოხატული ჰესპერიდინის სახით, გლერძის (Astragalus membranaceus Moench),ფესვის ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 70% პოლისაქარიდებში, დიდგულას (Sambucus nigra L.) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი, გამხსნელი: პოლისორბატი 20; ირლანდიური ხავსის (Chondrus crispus Stackhouse) თალუსი, კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; დამამჟავებელი: ლიმონმჟავა; არომატიზატორი: ჩაის ხის ეთერზეთი, დამატკბობელი: სუკრალოზა.
გამოყენება ლუკორინი შეიცავს თუთიასა და მცენარეული ექსტრაქტებს დამატკბობელთან ერთად. გლერძი, ისლანდიური ხავსი და დიდგულა (ანწლი) უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას. ირლანდიური ხავსი, ანწლი და ისლანდიური ხავსი ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის გათხელებას. ანწლი და მრავალძარღვა აუმჯობესებს ზედა სასუნთქი გზების ფუნქციონირებას. მრავალძარღვასა და ისლანდიურ ხავსს აქვს დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედება (ოროფარინგეალურ ლორწოვან გარსზე) და ხელს უწყობს ხმის ტემბრის შენარჩუნებას. თუთია უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. გრეიფრუტი არის ანტიოქსიდანტი.
გამოყენების წესი მოხსენით ფლაკონს დამცავი თავსახური. დაამაგრეთ გამფრქვევი ფლაკონზე, მოათავსეთ პირის ღრუში, მსუბუქად დააჭირეთ და შეასხურეთ ორი დოზა. გამოყენების შემდეგ გარეცხეთ დისპენსერი თბილი წყლით და გაამშრალეთ. რეკომენდებულია არაუმეტეს 10 შესხურება დღეში.
გაფრთხილება შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. ვარგისობის ვადა ეხება დაუზიანებელ შეფუთვაში, სათანადო პირობებში შენახულ პროდუქტს. ფერის შეცვლა მიუთითებს პროდუქტის ბუნებრივ თვისებებზე. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. სურსათის დანამატები არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.