Humer 150ml spray #1

Humer 150ml spray #1

საფრანგეთი

ლაბ. ურგო
About Product
საერთაშორისო დასახელება - Sea water:Na,Ca,Mg salts

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: Delta Medical
მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი
გამოშვების ფორმა: 150 მლ. ნაზალური სპრეი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მიღების წესები და დოზები
გამოყენება
გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს, ნებისმიერი ეტიოლოგიის რინიტების დროს, ცხვირის გამორეცხვის პროცედურებისას და ყოველდღიური ჰიგიენისათვის. (ცხვირის შხაპი)
წმენდს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს გარემოს პათოგენებისაგან, მავნე მიკროორგანიზმებისაგან, ვირუსებისგან, ალერგენებისგან და მტვრისაგან, ატენიანებს ცხვირის რღუს ლორწოვან გარსს.

მიღების წესი და დოზა
ჩვილები დაბადებიდან 1 თვემდე:
1-2 წვ. თითოეულ ნესტოში 1-3-ჯერ დღეში (გამოიყენება ჰიუმერი მონო დოზა)
ბავშვები 1 თვიდან 15 წლამდე:
შესხურების ხანგრძლივობა 2-3 წამი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში (გამოიყენება ჰიუმერი 150 მლ. სპრეი საბავშვო)
მოზრდილები:
შესხურების ხანგრძლივობა 2-3 წამი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში (გამოიყენება ჰიუმერი 150 მლ. სპრეი მოზრდილთათვის)
როგორგ ავიწმინდოთ ცხვირის ლორწოვანი?
ცხვირის ლორწოვანი გარსის გაწმენდა შესაძლებელია „ცხვირის სანაცია“ (ცხვირის შხაპის) პროცედურის საშუალებით.
ცხვირის შხაპი - ჰიგიენური პროცედურაა (ისეთივე, როგორიც კბილების გაწმენდა და დაბანა), რომელიც არ იწვევს მიჩვევას და უსაფრთხოა ყველა ადამიანისათვის. ის მდგომარეობს სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით ცხვირის ღრუს წყლით ან სხვადასხვა სახის ნივთიერებების ხსნარებით სანაციაში.
ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების დაავადებების მკურნალობა
ზედა სასუნთქი გზების უმეტესი ინფექციური და ალერგიული დაავადებების თერაპიის პირველ ეტაპს წარმოადგენს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაწენდა დაავადებების წარმომქმნელი აგენტებისაგან პრეპარატით ჰიუმერ 150 ცხვირის სანაციის პროცედურის საშუალებით.
რამდენად ხშირად შეიძლება ცხვირის სანაცია?
ჰიგიენის უზრუნველყოფისა და დაავადებების პროფილაქტიკისათვის - ყოველდღიურად დღეში 1-2 -ჯერ ცხვირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ დღეში 3-4-ჯერ. ცხვირის რეგულარული სანაცია განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შემდეგ (მათ შორის, ბავშვების დაბრუნებისას საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან) წარმოადგენს მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების და გრიპის ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებას.
რა გამოვიყენოთ ცხვირის ღრუს სანაციისთვის?
სახლის პირობებში ცხვირის ეფექტური და უსაფრთხო სანაციისთვის მოხერხებულია ფრანგული ლაბორატორია ურგოს მიერ წარმოებული - ჰიუმერ 150-ის გამოყენება.
ჰიუმერი - 100%-ით იზოტონური ზღვის წყალი.მდიდარი ელემენტებით, სპეციალურ ბალონურ შეფუთვაში. ცხვირის ღრუს სანაცია ჰიუმერით წარმოებს რბილად და უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე.
ჰიუმერი ეფექტურად წმენდს და ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს. ათხელებს ლორწოს და ხელს უწყობს მის გამოდენას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას, ახდენს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტს, აღადგენს ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციას.
ჰიუმერი 150 ეკონომიურია - ერთ ბალონში არის 450 დოზა. პირველი გამოყენების შემდეგ შეიძლება მისი შენახვა - სტერილურობა არ ირღვევა გამოყენების ბოლომდე.

გვერდითი მოვლენები
გვერდით მოვლენებზე დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ურგო
Country
საფრანგეთი
Generic
nitrofural+aqua sea /isotonic/
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page