საერთაშორისო დასახელება - FOLIA HEDERAE HELICIS კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ხველების საწინააღმდეგო საშუალება. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: წვეთები: ფლაკონში 50 მლ. 1 მლ (30 წვეთი) სუროს ფოთლების თხიერი ექსტრაქტი შაქრის და სპირტის გარეშე ........ 0.1 გ (1:1) დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი არომატული ნივთიერება.
მიღების წესი და დოზირება: ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში; მოზრდილები და 10-16 წლის ასაკის ბავშვები /30-40 წვეთი / დღეში - 90-120 წვეთი 4-10 წლის ასაკის ბავშვები /20 წვეთი / დღეში - 60 წვეთი 1-4 წლის ასაკის ბავშვები / 15 წვეთი / დღეში - 45 წვეთი 0-1 წლის ასაკის ბავშვები / 10 წვეთი / დღეში - 30 წვეთი
ჰედელიქსი ინიშნება განზავების გარეშე. ჩვილ და პატარა ასაკის ბავშვებში პრეპარატის განზავება ხდება ხილის წვენთან ან ჩაისთან ერთად. გამოყენების ხანგრძლივობა: პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე და სიძიმეზე. მსუბუქი ფორმის დაავადების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. თერაპიული შედეგის შესანარჩუნებლად პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: მონაცემები არ მოიპოვება.
უკუჩვენებები: არ არის დადგენილი. ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები: ♦ მითითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის: ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს სპირტს და შაქარს, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პაციენტებში, რომლებიც ერიდებიან ალკოჰოლის მიღებას. ♦ დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება. ♦ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტს, შესაძლებელია მისი შემღვრევა, ან გემოს მცირედ შეცვლა. აღნიშნულის მიუხედავად პრეპარატის თერაპიული ეფექტი არ მცირდება.
ჭარბი დოზირება: მონაცემები არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: მონაცემები არ მოიპოვება.