1 ტაბლეტის კვებითი ღირებულებაა: ნახშირწყლები-2.4 გ ენერგიის მნიშვნელობა-9.6კკალ.
ჩვენება: რეკომენდებულია ხველებისა და ყელის ტკივილის დროს.
მოქმედების მექანიზმი: ოქროს ვარსკვლავი მცენარეული ექსტრაქტების ეფექტური კომბინაციაა. საწუწნ ტაბლეტებში შემავალი აქტიური ინგრედიენტები რეკომენდებულია ხველებისა და ყელის ტკივილის დროს.
ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტს (Glycyrrhiza glabra) აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისპაზმური მოქმედება. ჯანჯაფილის ანუ კოჭას (Zingiber officinale) ექსტრაქტს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური, ბაქტერიციდული და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანზე. Emblika officinalis (Emblica officinalis) ემბილიკანაყოფის ექსტრაქტი შეიცავს C ვიტამინს და ტანინებს (ნაღვლის მჟავა), აქვს ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი, ანტიპირეტული და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
უკუჩვენაბა: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ.
დანიშნულება: ინიშნება მოზრდილებში 1-2 ტაბლეტი ჭამის დროს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს. მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს.
განსაკუთრებული მითითება: მედიკამენტი შეიცავს შაქარს და არ გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
სიფრთხილის ზომები: ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 15-25?.