საერთაშორისო დასახელება - carbocysteine lysine salt კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები რა არის ფლუიფორტის პაკეტი და რისთვის გამოიყენება ფლუიფორტის პაკეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს S-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილს, რომელიც წარმოადგენს მუკორეგულატორს, გააჩნია ლორწოს გათხევადების თვისებები. ეფექტურია ჰიპერ- ასევე ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ყელ-ყურ ცხვირის დაავადებების შემთხვევაში. ფლუიფორტის პაკეტის გამოყენების წესები ჩვეულებრივი დოზა მოცემულია ქვემოთ:
მოზრდილები: დღეში 1 პაკეტი ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მიღების მეთოდი პაკეტის შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში, კარგად აურიეთ. ბავშვები: ფლუიფორტის® პაკეტი არ მიიღება ბავშვებში.
ბავშვებში გამოიყენება ფლუიფორტის® სიროფი. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის და თირკმელების დაავადებები: პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზებით. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები: ფლუიფორტის® შეიცავს მანიტოლს, შესაბამისად შესაძლებელია მიღება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ფლუიფორტის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები
რას შეიცავს ფლუიფორტის პაკეტი -აქტიური ნივთიერება არის s-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილი; -სხვა ინგრედიენტებია: ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატურალური კედრის ფხვნილი, ფორთოხლის ფხვნილი, მანიტოლი.
როგორია ვიზუალურად ფლუიფორტის პაკეტი და რას შეიცავს იგი: ფლუიფორტის პაკეტი წარმოადგენს მოყვითალო ფხვნილს ფორთოხლის სურნელით. კოლოფში მოთავსებულია 50 პაკეტი .