Fixhaler® caps iinhal 12mkg+100mkg #60
Fixhaler® caps iinhal 12mkg+100mkg #60

Fixhaler® caps iinhal 12mkg+100mkg #60

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
About Product
დასახელება - ფიქსჰალერი კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით 12მკგ+100მკგ +საინჰალ. მოწყობ #60
რა არის ფიქსჰალერი და რისთვის გამოიყენება ის?
• ფიქსჰალერი შეიცავს ფორმოტეროლს და ფლუტიკაზონს, როგორც პრეპარატის სუბსტანციებს. ფორმოტეროლი შედის პრეპარატების ჯგუფში, სახელწოდებით ბრონქოდილატატორები, რომლებიც ადუნებს ფილტვებში სასუნთქი გზების კუნთებს და იწვევს მათ გაფართოებას.
ფლუტიკაზონი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება კორტიკოსტეროიდები და რადგან მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ის ხსნის სუნთქვის პრობლემებს შეშუპების და მგრძნობელობის შემცირებით სასუნთქი გზების კედლებზე ფილტვებში.
• ფიქსჰალერი ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 60 საინჰალაციო კაფსულას, რომელიც შეიცავს 12 მკგ ფორმოტეროლის ფუმარატს და 100 მკგ ფლუტიკაზონის პროპიონატს და შეიცავს 1 ერთჯერად საინჰალაციო მოწყობილობას (კაფსულა იხვრიტება მოწყობილობის შიგნით და კაფსულაში არსებული ფხვნილი ინჰალირებულია ფილტვებში).
როგორ გამოიყენება ფიქსჰალერი?
• სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირების/შეყვანის სიხშირე:
ასთმის მკურნალობისას:
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ:
1 ინჰალაცია დღეში ორჯერ (ინჰალაცია ფილტვებში) ფიქსჰალერი 12 მკგ / 100 მკგ საინჰალაციო ფხვნილით, მყარი კაფსულა
• მიღების გზა და მეთოდი
ფიქსჰალერი შეჰყავთ მხოლოდ ინჰალაციის გზით.
შეისუნთქეთ დაფხვნილი წამალი პირით ფილტვებში (ინჰალაცია: წამლის შესუნთქვა პირით, მოწყობილობოს საშუალებით).
თუ ფიქსჰალერი ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვში, ადმინისტრირება უნდა მოხდეს მოზრდილი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც შეუძლია გაიგოს, როგორ გამოიყენოთ ფიქსჰალერი.
აუცილებელია ფიქსჰალერის რეგულარულად გამოყენება სრული სარგებელის მისაღებად.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ.
არ შეცვალოთ წამლის დოზა ექიმის გარეშე.
არ დაგავიწყდეთ!
შეინახეთ მონოდოზის ინჰალატორი მშრალად.
შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში, როდესაც არ იყენებთ.
არასოდეს ამოისუნთქოთ მონოდოზური ინჰალატორის მოწყობილობაში.
Show More
More Info
Brand
აბდი იბრაჰიმი
Country
თურქეთი
Generic
Formoterol+Fluticasone
Dose
12მკგ+100მკგ
Form
კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით
Packing
+საინჰალ. მოწყობ
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page