Doktor Mom syrup 100ml #1
Temporarily out of stock

Doktor Mom syrup 100ml #1

ინდოეთი

ჯონსონი და ჯონსონი
About Product

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი კომბინირებული საშუალება.

კომბინირებული მცენარეული პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს, საძილე და ნარკოტიკულ ნივთიერებებს, გააჩნია ანანასის სურნელი და ტკბილი გემო, რაც იძლევა პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესაძლებლობას. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატში შემავალი კომპონენტებით. პრეპარატი ხასიათდება ბრონქოლიზური, მუკოლიზური, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

ჩვენებები:

მშრალი და სველი ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომური მკურნალობა;
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (მწვავე რესპირატორული დაავადებები, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი);
ფილტვების ანთების დროს (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები ("მწეველის ბრონქტიტის" ჩათვლით);
პროფესიული "ლექტორის" ლარინგიტი;
ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება.
მიღების წესები და დოზირება:

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 ჩაის კოვზი (2.5 მლ ) 3-ჯერ დღეში;

6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2-1 ჩაის კოვზი (2.5-5.0 მლ) 3-ჯერ დღეში.

მოზარდებში და 14 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1-2 ჩაის კოვზი (5.0-10.0 მლ) 3-ჯერ დღეში.

მიღების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
Show More
More Info
Brand
ჯონსონი და ჯონსონი
Country
ინდოეთი
Generic
glicyrrhiza glabra+aloe+menthol
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page