About Product
შემადგენლობა: 100 მლ -15მლ
პროპოლისის ექსტრაქტი 1:5 0.31გ-0.046გ
ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი 1:5 0.31გ-0.046გ
ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი 1:5 3.05გ-0.45გ
ასკორბინის მჟავა ვიტამინი C 1.22გ-183მგ
თაფლი 12.2გ-1.83გ
ინულინი 3.67გ-0.55გ
L ლიზინის ჰიდროქლორიდი 2.44გ-0.36გ
ხილის და კენკრის წვენი-წყალი
დეგრიპო ხასიათდება: ბრონქოლიზური მოქმედებით; ახასიათებს ზომიერი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; აძლიერებს იმუნიტეტს.
დეგრიპოს მოქმედება კომპლექსურია, მოქმედებს ყველა იმ სიმპტომზე, რომლებიც ვლინდება გაციების და გრიპის დროს. დეგრიპოს ახასიათებს საერთო გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედება; ხსნის ყელის ტკივილს და ტკივილს გულმკერდის არეში, ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და გამონადენს, ხასიათდება ბრონქოლიზური მოქმედებით: როგორც მშრალი ასევე პროდუქტიული ხველის დროს. ათხელებს ნახველს და ხელს უწყობს ამოხველებას. ამცირებს ხველას, ხსნის სპაზმს. დეგრიპო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონიდებს, ამინომჟავეებს, ვიტამინ C.
პროპოლისი-ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასევე ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
ფიჭვის კვირტების ექსტრაქტი-ხასიათდება ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო, ბრონქოლიზური მოქმედებით. ყელ-ყურ ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე მოქმედებს ბაქტერიოციდულად.
ცაცხვის ყვავილები-გამოიყენება გაციების დროს, სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველის და თავის ტკივილის დროს.
ვიტამინი C-არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში.
L ლიზინი-გვხვდება ყველა ცილის შემადგენლობაში, ვიტამინებთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს, ხასიათდება მუკოლიზური მოქმედებით.
მიღების წესი და დოზირება:
ასაკობრივი ერთჯერადი მიღების დღიური
ჯგუფი დოზა ჯერადობა დოზა
წლამდე ასაკის
ბავშვებში 2.5მლ 3-ჯერ დღეში 7.5მლ
1 წლის ზევით 5 მლ 3-ჯერ დღეში 15მლ
პროდუქტი ნატურალურია, ამიტომ შეიძლება შეიცავდეს ნალექს.
გამოყენებამდე საჭიროა კარგი შენჯღრევა.
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმისრეკომენდაციით. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 2 თვის მანძილზე.
გამოშვების ფორმა: 100მლ ფლაკონი საზომი ჭიქით.
Show More
More Info
116145
Generic
Pinus+propoplis+tilia+honey+inulin+L-lizin