შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტებიაიპრატროპიუმის ბრომიდი და სალბუტამოლი. სხვა ინგრედიენტები შემავსებლები) არის შემდეგი: ნატრიუმის ქლორიდი,მარილმჟავა,საინექციო წყალი. ყოველი ამპულა შეიცავს 0,5მგ იპრატროპიუმის ბრომიდს, რაც არის იპრატროპიუმის ბრომიდი მონოჰიდრატი 0,52მგ-ის ექვივალენტი და 2,5მგ სალბუტამოლს (3მგ სალბუტამოლის სულფატის ექვივალენტი).
ჩვენება: პრეპარატი ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციულ დაავადებასთან დაკავშირებული შექცევადი ბრონქოსპაზმის მკურნალობისთვის პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ერთზე მეტ ბრონქოდილატატორს.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია (ან მომატებული მგრძნობელობა) იპრატროპიუმის ბრომიდის, სალბუტამოლის სულფატის, ატროპინის ან კომბიპრასალის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ. თუ აქვს გულის დაავადება-ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (ეს ხდება მაშინ, როდესაც გული ვერ მუშაობს შესაბამისად გულის კუნთების ანთების გამო). თუ აქვს აჩქარებული და არარეგულარული გულის რითმი (რაც ცნობილია ტაქიკარდიის სახელით).
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე,