ჩვენებები: ნატურალური კომპონენტების კომბინაცია სასარგებლო ზეგავლენას ახდენს მშრალი ხველის, ყელის გაღიზიანების და ხმის ჩახლეჩის დროს: - ატენიანებს და იცავს პირის ღრუს და ყელს - ამცირებს სიმშრალის შეგრძნებას - ამსუბუქებს დისკომფორტს ყელის არეში და ხმის ჩახლეჩის დროს - დადებით ზეგავლენას ახდენს მოწევის შედეგად გამოწვეული ყელის სიმშრალესა და გაღიზიანებაზე - მშრალი, ცივი და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების დროს
დოზირება: ბრონხოლიტინი ფიტო განკუთვნილია მოზრდილებისა და 6 წელს ზევითა ასაკის ბავშვებისათვის. გამოიყენეთ 1 პასტილა 4 -ჯერ დღეში ან საჭიროებისას: მოათავსეთ პასტილა პირის ღრუში და წუწნეთ სრულ გახსნამდე. თავი აარიდეთ საკვების და სასმელის მიღებას შემდეგი 20 წუთის განმავლობაში. საწუწნი პასტილები არ გადაყლაპოთ ან არ დაღეჭოთ. არ მიიღოთ წოლით მდგომარეობაში.
შენახვის პირობები: 25 C -ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.