Beneti spray 0.15% 30ml #1

Beneti spray 0.15% 30ml #1

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
About Product
შემადგენლობა
ბენეტის სპრეის 30მლ შეიცავს 0.045 გრამ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს (0.15%) აქტიური ინგრედიენტის სახით, ასევე საქარინს დამატკბობელის სახით, მეთილპარაბენს კონსერვანტის სახით, პიტნის ესენციას არომატიზატორის სახით და ეთანოლს განმხსნელის სახით.
ყოველი შესხურების მოცულობა არის 0.18 მლ (0.270 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი).ჩვენებები:
• ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
• ტონზილექტომიის შემდეგ;
• ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა სამედიცინო მიზეზებით (მაგ., ტრაქეალური ინტუბაცია) გამოწვეული ორალური მუკოზიტი (პირის ლორწოვანის ანთება და გაღიზიანება).
• აფთოზური წყლულების, გლოსიტის, გინგივიტის და სტომატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
• რეკურენტული აფთოზური სტომატიტი.
• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული ბეხჩეტის დაავადებით
• პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება გამოწვეული პემფიგუსის ჯგუფის დაავადებებით;
• ორალური დაზიანებების მკურნალობა მულტიფორმული ერითემის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის დროს;
• ორალური ეროზიული ბრტყელი ლიქენის მკურნალობა;
• ტკივილის შესამსუბუქებლად პირის ღრუს და ხახის სხვადასხვა მანუპულაციების შემდეგ: პერიოდონტალური პროცედურები, ოპერაციები პირის ღრში, კბილებზე, ყბებზე.
• ორალური ლორწოვანი ანთებების (სტომატიტის) მკურნალობა.გამოყენება და დოზირება
ბენეტი სპრეი:
მოზრდილები და ხანდაზმულები: თითო შეხურება 1.5 - 3 საათის ინტერვალით, 4-8-ჯერ დღეში.
ბავშვები (6-12 წელი): თითო შეხურება 1.5 - 3 საათის ინტერვალით, 4-ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წლის ქვემოთ: ერთი შეხურება სხეულის ყოველ 4 კგ წონაზე 1.5 - 3 საათის ინტერვალით, მაქსიმუმ 4 შესხურება დღეღამეში.გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
პრეპრატის სისტემური აბსორბცია ძალიან მცირეა (პირის ღრუს ლორწოვანიდან უმნიშვნელო აბსორბციისა და მისი ნაწილის ჩაყლაპვის შემდეგ), ამიტომ ბენეტის ორალური სპრეის ჭარბი დოზირება ან ტოქსიურობა არ ვითარდება.
საჭიროა პრეპარატის თვალებთან კონტაქტის თავიდან აცილება.
ბავშვები: რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება, პრეპარატი რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის კატეგორია B. აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

პრეპარატის ზეგავლენა ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე აღწერლი არ არის.შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30ძC-ზე.
Show More
More Info
Brand
აბდი იბრაჰიმი
Country
თურქეთი
Generic
benzydamine
Dose
0.15%
Form
სპრეი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page