Phenyjon® eye drops 2.5% 5.0
Phenyjon® eye drops 2.5% 5.0

Phenyjon® eye drops 2.5% 5.0

ბულგარეთი

ბალკანფარმა-რაზგრადი
About Product
დასახელება - ფენიჟონი წვეთები თვალის 2.5% 5მლ #1
გამოყენება
მედიკამენტი შეიცავს ფენილეფრინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება თვალის ქუთუთოში ჩასაწვეთებლად გუგების გაფართოების მიზნით. ეფექტი მიიღება სწრაფად და აქვს საშუალო ხანგრძლივობა.
ფენიჟონი გამოიყენება ბავშვებში, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში გუგების გასაფართოებლად, რომელიც საჭიროა:
- თვალის გამოკვლევებისთვის;
- ოპერაციისთვის;
- თვალის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსური მკურნალობის ნაწილის სახით.
გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. თუ არ მიიღებთ ადექვატურ ეფექტს, შეიძლება დოზის კიდევ ერთხელ გამეორება დაახლოებით 1 საათში. თუმცა, ზოგიერთი დაავადებისას ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტის დღიურად 1-2-ჯერ გამოყენება.
არ გამოიყენოთ დანიშნულზე მეტი დოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენების მიზნის შესაბამისად, ზუსტ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
ფენილეფრინის გამოყენების შემდეგ თვალში წვის შეგრძნების და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად თქვენმა ექიმმა შესაძლოა ფენილეფრინის გამოყენებამდე ადგილობრივი ანესთეზია დაგინიშნოთ.
თუ იყენებთ თვალისთვის სხვა მედიკამენტებს, ინდივიდუალურ გამოყენებებს შორის გააკეთეთ არანაკლებ 5 წუთის ინტერვალი. თუ იყენებთ თვალის მალამოს, გამოიყენეთ ის ყველაზე ბოლოს.
ბავშვები და 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები
ხსნარის ერთი წვეთი უნდა მოათავსოთ თვალში/თვალებში. განმეორებითი გამოყენება ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
ჩვეულებრივ, ამ მედიკამენტს თქვენი ექიმი ჩაგაწვეთებთ. თუმცა, თუ თქვენით უნდა ჩაიწვეთოთ, გთხოვთ მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
გამოიყენეთ ფენიჟონი ორივე თვალში მხოლოდ თქვენი ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.
ჩაწვეთებისას მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. არ დაუშვათ ბოთლის წვერის თვალთან, ქუთუთოსთან ან მიმდებარე უბნებთან შეხება, რადგან ის შეიძლება დაბინძურდეს და გამოიწვიოს თვალის ინფექციები თვალისთვის სერიოზული შედეგებით, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით. ბოთლის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები!
თუ თვლით, რომ თქვენი ბოთლი დაბინძურებულია, წვეთების გამოყენების გაგრძელებამდე აცნობეთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ბალკანფარმა-რაზგრადი
Country
ბულგარეთი
Generic
phenylephrine
Dose
2.5%
Form
წვეთები თვალის
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page