დასახელება - ოპტინოლი ექსპრესი თვალის წვეთები 10მლ
გამოყენების ჩვენებები:
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ექსპრეს დატენიანება გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
„მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება); სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად; თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები; „მშრალი თვალის“ სინდრომის განვითარების პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი:
გადაწიეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში. თვალის ზედაპირზე წვეთების თანაბრად გადანაწილების მიზნით დაახამხამეთ თვალები რამდენჯერმე.
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია დღეში რამდენჯერმე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა სამედიცინო მოწყობილობის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ვარგისობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი ფლაკონის გამოყენება დასაშვებია 6 თვის განმავლობაში.