Opticleaner eye ointment 15.0
Opticleaner eye ointment 15.0

Opticleaner eye ointment 15.0

პოლონეთი

ეს-ლაბი
About Product
ოპტიქლინერი მალამო 15გ #1
გამოიყენება ჯიბლიბოს და ქალაზიონის დროს (წამწამის ფოლიკულის მწვავე ანთება და ქუთუთოს მეიბომის ჯირკვლის ქრონიკული ანთება).

შემადგენლობა: მანუკას (მანუკას ხის) თაფლი-აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ატენიანებს და აღადგენს კანს; მანუკას ზეთი-აქვს ადგილობრივად საანესთეზიო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, ამცირებს შეშუპებას; დარიჩინის ქერქის ექსტრაქტი-აუმჯობესებს კანში სისხლისმიმოქცევას, აქვს გამათბობელი მოქმედება და გამოდევნის კანში დაგროვილ ტოქსინებს; დამატებითი ინგრედიენტები: Petrolatum, Lanolin, Honey extract, Leptospermum Scoparium Oil, Cinnamomum Zeylanicum Bark Extract, Cetrimonium Chloride.

ჩვენება: მალამო შეიცავს ინგრედიენტებს, რომელიც ხსნის ჯიბლიბოს სიპტომებს, როგორიცაა: ქუთუთოს შეშუპება და ტკივილი; სიწითლე; გამონადენი; უცხო სხეულის შეგრძნება თვალში.

დოზირება და გამოყენების წესი: მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის: გამოიყენება 3 წლის ასაკიდან. საჭიროა ქუთუთოს კანის გასუფთავება, მცირე რაოდენობით მალამოს შეზელვა მსუბუქი მასაჟის სახით დაზიანებული არის ირგვლივ. მასაჟი ყოველთვის უნდა გაკეთდეს ჯირკვლის მიმართულებით, ზედა ქუთუთოზე: ზემოდან ქვევით, ქვედა ქუთუთოზე: ქვევიდან ზევით. გამოიყენება მინიმუმ დღეში 3-ჯერ. თუ მალამოს პირველი გამოყენებიდან 5 დღეში არ შეინიშნება უკეთესობა, უნდა მიემართოს ექიმს.

უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები: პაციენტი უნდა მოერიდოს უშუალო კონტაქტს თვალის ზედაპირთან. არ გამოიყენება თუ პაციენტს აწუხებს ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. საჭიროა გამოყენების შეწყვეტა, თუ ვითარდება ალერგიული რეაქცია. არ გამოიყენება დაჭრილ და დაზიანებულ კანზე. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: მალამო 15გ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: S-LAB SP. Z O.O., პოლონეთი.
Show More
More Info
Brand
ეს-ლაბი
Country
პოლონეთი
Generic
manuca honey extract+leptospermum scoparium oil +cinnamomum extract
Form
მალამო თვალის
Quantity
1
Volume
15გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page