Cationorm eye dr 10ml #1
Cationorm eye dr 10ml #1

Cationorm eye dr 10ml #1

საფრანგეთი

ლაბ. ფარმასტერი
About Product
შემადგენლობა: მინერალური ზეთი, გლიცერინი, ტილოქსაპოლი, პოლოქსამერ 188, ტრიჰიდროქლორიდი, ტრომეტამინი, ცეტალკონიუმქლორიდი (კათიონური აგენტი) და გამწმენდი წყალი.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება თვალის სიმშრალის სიმპტომების დროს, როგორიცაა ქავილი, ასევე თვალის წვის დროს და თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნების დროს (ქვიშის ან მტვრის მარცვლის არსებობის შეგრძნება). ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორით, როგორიცაა კლიმატი, დაბინძურებული ჰაერი, თვითმფრინავით მგზავრობა, კომპიუტერის ეკრანთან მუშობა, კონტაქტური ლინზების ტარება და ა.შ. ასევე ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა ქონის ჯირკვლების დისფუნქციონირება. კათიონორმი ატენიანებს და იცავს თვალის ზედაპირს.

უკუჩვენება: კათიონორმის გამოყენება იკრძალება, როდესაც პაციენტი ალერგიულია წამალში შემავალი რომელიმე ნივთიერებების მიმართ.

გაფრთხილება: პრეპარატი არ გამოიყენება თვალის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. იმ შემთხვევაში, თუ თვალის სხვა წვეთებს იყენებთ, წამლის გამოყენების შუალედი უნდა იყოს სულ მცირე 5 წუთი, და კათიონორმი გამოიყენეთ ბოლოს. კათიონორმის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ლინზებთან ერთად.

დოზირება და გამოყენების წესი: თვალში ჩასაწვეთებელი. მიზანშეწონილი დოზებია: თითო წვეთი 1-4-ჯერ ორივე თვალში.
დაიბანეთ ხელები კარგად, აიღეთ ერთი ბოთლი, მოაძრეთ ბოთლს დამცავი, გადახარეთ თავი უკან, ნაზად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ ზევით; დაიჭირეთ ბოთლი ჰორიზონტალურად და ნაზად დააჭირეთ ხელი, რომ თვალში
მხოლოდ 1 წვეთი ჩაიწვეთოთ, ჩაწვეთების შემდეგ რამდენჯერმე დაახამხამეთ თვალი. ეცადეთ არ შეახოთ ბოთლის თავი თვალს. ერთი დოზა განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. წამალი გამოიყენეთ მისი გახსნისთანავე და გადააგდეთ გამოყენების შემდეგ. ერთი და იგივე ბოთლის ორჯერ გამოყენება წარმოქმნის ინფექციის საფრთხეს.

უკუჩვენებები: ძალიან იშვიათ შემთხვევებში: თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალის სიწითლე, ქავილის შეგრძნება, ცრემლდენა, თვალის წვის შეგრძნება, მხედველობის დროებით დაბინდვა, ქუთუთოების ანთება ან ქუთუთოების შეშუპება. თუ შენიშნავთ იმ არასასურველ ეფექტებს, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: შეინახეთ პრეპარატი თავისივე ყუთში ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ ბოთლი დაზიანებულია. არ გამოიყენოთ თუ შეფუთვაზე მითითებული ვადა გასულია.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ფარმასტერი
Country
საფრანგეთი
Generic
emulsion cattionorm
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page