Azarga eye drops 5ml #1

Azarga eye drops 5ml #1

ბელგია

ალკონი
About Product
შემადგენლობა: 1მლ სუსპენზია შეიცავს 10მგ ბრინზოლამიდს და 5მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით). ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1მგ-მლ, მანიტოლი, კარბომერი 947P, ტილოქსაპოლი, დინატრიუმ ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა ან-და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), გამოხდილი წყალი.

ჩვენება: თვალშიდა წნევის (თწ) შემცირება მოზრდილ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოკულარული ჰიპერტენზიით, როდესაც თვალშიდა წნევის შესამცირებელი მონოთერაპია არასაკმარისია.

დოზირება და გამოყენების მეთოდი: მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით. აზარგას ერთი წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში დღეში ორჯერ. ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ფრთხილად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს სამედიცინო პროდუქტის სისტემური აბსორბცია, რომელიც მიიღება თვალიდან და შეამციროს სისტემური გვერდითი რეაქციები. ერთზე მეტი ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პროდუქტის მიღებისას საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდგომი დოზით, გეგმის მიხედვით. დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში, ყოველდღე. გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა აგენტის აზარგათი ჩანაცვლების შემთხვევაში, სხვა აგენტის მიღება უნდა შეწყდეს და აზარგას მიღება უნდა დაიწყოს შემდეგი დღეიდან.

პედიატრიული პაციენტები: ეფექტურობის მონაცემების დეფიციტის გამო, აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია რეკომენდებული არ არის 18 წლამდე.
გამოყენების მეთოდი: ოკულარული გამოყენებისთვის. პაციენტმა გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეანჯღრიოს. საწვეთურის დაბოლოების ან ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ქუთუთოებს, შემომსაზღვრელ უბანს არ უნდა შეეხონს ფლაკონის წვერით. პაციენტმა ფლაკონი მჭიდროდ დახურული უნდა შეინახოს.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა. არ არის ადექვატური მონაცემები ბრინზოლამიდის გამოყენებისა ორსულ ქალებში. ორსულობისას პაციენტებმა აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია თუ ამის აუცილებლობა არ არის, არ უნდა მიიღონ. ლაქტაცია: ლაქტაციის დროს აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიის გამოყენება შეიძლება.ეფექტები მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე: როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების გამოყენებისას, მხედველობის დროებითი დაბინდვა ან სხვა ვიზუალური დარღვევები შეიძლება მოქმედებდნენ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ ინსტილაციის შემდეგ ადგილი აქვს მხეველობის დაბინდვას, პაციენტმა მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვამდე უნდა მოიცადოს სანამ მხედველობა არ გამოსწორდება. კარბოანჰიდრაზას ორალურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება დააზიანოს ხანდაზმული პაციენტების შესაძლებლობა განახორციელონ მოქმედებები, რომლებიც მოითხოვს მენტალურ სიფხიზლეს ან-და ფიზიკურ კონცენტრაციას.

გვერდითი მოვლენები: დისგეზია; ბუნდოვანი მხედველობა, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში; დისგეზია (მწარე ან უცნაური გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ); გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქიცაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ალკონი
Country
ბელგია
Generic
brinzolamide+timolol
Dose
(10მგ+5მგ)/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page