საერთაშორისო დასახელება - Levomepromazinum ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალება.
ჩვენებები: მწვავე ფსიქოზები ფსიქომოტორული აგზნებითა და გამოხატული შფოთვით: - შიზოფრენიის მწვავე შეტევა; - სხვა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები; ადიუვანტური თერაპია ქრონიკული ფსიქოზების დროს: - ქრონიკული შიზოფრენია; - ქრონიკული ჰალუცინატორული ფსიქოზები.
მიღების წესი და დოზირება ტიზერცინის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით. მკურნალობის დაწყება საჭიროა დაბალი დოზით, რომლის თანდათანობითი ზრდა შეიძლება პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საჭიროა დოზის შემცირება შემანარჩუნებელ დოზამდე, რომლის სიდიდე განისაზღვრება ინდივიდუალურად. ფსიქოზის დროს საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს (გარსით დაფარული 1-2 ტაბლეტი) ყოველდღიურად ორ მიღებაზე. საჭიროებისამებრ, საწყისმა დღიურმა დოზამ შეიძლება მოიმატოს 150-250 მგ-მდე (2-3 მიღებაზე), პრეპარატის მოქმედების დაწყების შემდეგ კი შეიძლება დოზის შემცირება შემანარჩუნებელ დოზამდე.
უკუჩვენებები: - ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაცია (არტერიული წნევის დამწევები); - მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინების ან ნებისმიერი სხვა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ. - ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების ჭარბი დოზირება (ალკოჰოლი, ზოგადი საანესთეზიო, საძილე საშუალებები); - დახურულკუთხოვანი გლაუკომა; - შარდის შეკავება; - პარკინსონის დაავადება; - გაფანტული სკლეროზი; - მიასთენია, ჰემიპლეგია; - მძიმე კარდიომიოპათია (სისხლის მიმოქცევის უკმარისობა); - თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; - კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა); - სისხლმბადი ორგანოების დაავადებები; - პორფირია; - ძუძუთი კვება; - პრეპარატი წინაამღდეგნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
გვერდითი ეფექტები : როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, ტიზერცინს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, ტიზერცინის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის კონსულტაცია ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიმართვა: - ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გართულებით; - კოლაფსი; ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ჩნდება იშვიათად. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადგილი აქვს ძალიან მძიმე ალერგიულ რეაქციას პერიტოლზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, შეიძლება არ განუვითარდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გვერდითი ეფექტი. ტიზერცინის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა: ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები: გულ-სისხლძარღვთა სისიტემა: ყველაზე არსებითი და ხშირი გვერდითი ეფექტია–ორთოსტატული ჰიპოტენზია (თანმხლები სისიუსტით, თავბრუსხვევით, გონების დაკარგვით). ასევე, შესაძლებელია ტაქიკარდია, ადამს-სტოქსის სინდრომი, QT ინტერვალის გახანგრძლივება (პროარითმოგენური ეფექტი, თითისტარისებური პარკუჭოვანი ტაქიკარდია).