Relpax tab 40mg #3 /TR/

Relpax tab 40mg #3 /TR/

თურქეთი

ვიატრისი
About Product
საერთაშორისო დასახელება - eletriptan
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → შაკიკის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ელეტრიპტანი 40მგ (ჰიდრობრომიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, აპკისებური გარსი.
აღწერა: ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დაფარული გარსით, ერთ მხარეს გრავირებით “REP 40” და მეორე მხარეს – “Pfizer”.

ჩვენებები
აურითა და აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის შეტევების კუპირება.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.
შაკიკისმაგვარი თავის ტკივილის შეტევისას რელპაქსის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრე ( თუმცა არ უნდა მივიღოთ აურის სტადიაზე). პრეპარატი ეფექტურია შეტევის მოგვიანებით სტადიაზეც.
ზრდასრულები (18-65 წელი):
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ-ს.
შაკიკის შეტევის განახლებისას 24 სთ-ის განმავლობაში, რელპაქსის მიღება შეიძლება განმეორებით იმავე დოზით. თუკი აუცილებელია მეორე დოზა, მისი მიღება საჭიროა პირველი მიღების შემდეგ სულ მცირე 2 საათის გასვლისას.
ეფექტის არარსებობისას: თუკი რელპაქსის პირველი დოზა არ იწვევს თავის ტკივილის შემცირებას 2 საათში, მაშინ იმავე შეტევის კუპირებისათვის არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის მეორე დოზის გამოყენება. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა არ არის დადასტურებული კლინიკური კვლევებით. ამასთანავე იმავე პაციენტებში რომელთა თავის ტკივილის შეტევის კუპირება ვერ მოხერხდა ელეტრიპტანით, პრეპარატი შესაძლებელია ეფექტური იყოს შემდგომი შეტევისას.
თუკი 40 მგ დოზით ვერ იქნა მიღწეული ადექვატური ეფექტი, მაშინ შემდგომი შეტევებისას შესაძლებელია ეფექტური იყოს 80 მგ.
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 160 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები
რელპაქსი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩვეულებრივ გვერდით ეფექტებს გარდამავალი ხასიათი აქვთ, მცირედ ან საშუალოდ არიან გამოხატულნი და არ მოითხოვენ დამატებით ჩარევას. გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე პრეპარატის ერთჯერადი და ორჯერადი მიღებისას მსგავსია.
იმ პაციენტებში, რომლებიც რელპაქსს თერაპიულ დოზებში იღებენ, აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥ 1% და მეტია პლაცებოსთან შედარებით).
ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: ასთენია, ტკივილი ზურგის არეში, ტკივილი და შებოჭილობა გულმკერდის არეში, შემცივნება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: სითბოს ან სიცხის შეგრძნება სახის არეში, გულისცემის გახშირება, ტაქიკარდია, სტენოკარდიული ტკივილი, არტერიული წნევის მატება.
პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა: ძილიანობა, თავბრუხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი, ჰიპესთეზია, ოფლიანობა, ყელში “ბურთის” შეგრძნება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, დისპეპსია.
კუნთ-სახსროვანი სისტემა: მიასთენია, მიალგია.
სასუნთქი სისტემა: ფარინგიტი.
იმუნური სისტემა: ალერგიული რეაქციები (ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სერიოზულია), მათ შორის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება.
ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც განიხილება როგორც გვერდითი ეფექტი, შეიძლება შაკიკის თანმხლებ სიმპტომს წარმოადგენდეს. რეპლაქსის მკურნალობის დროს განვითარებული ძირითადი გვერდითი ეფექტები ტიპიურია 5 HT1 რეცეპტორების აგონისტებისათვის.

უკუჩვენება
- პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ აწეული მგრძნობელობა
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- 18 წლამდე ასაკი (ვინაიდან ამ პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში ზუსტად დადგენილი არაა).
ელეტრიპტანის, ისევე როგორც 5-ჰიდროქსიტრიპტამინის I ტიპის (5HT1) რეცეპტორების სხვა სელექტიურ აგონისტების მიღებას აქვს შემდეგი უკუჩვენებანი:
- არაკონტროლირებული არტერიული წნევა,
- გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, მიოკარდიუმის დადასტურებული ასიმპტომური იშემია) ან მისი არსებობის ეჭვი,
- პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები,
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა ანამნეზში.
Show More
More Info
Brand
ვიატრისი
Country
თურქეთი
Generic
eletriptan
Dose
40მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
3
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page