აქტიური ნივთიერებაა ოლანზაპინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აქტიურ ნივთიერებას. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101, მაგნიუმის სტეარატი (ტაბლეტის შიგთავსი); ჰიპრომელოზა 6 ცპს, ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400 (ტაბლეტის გარსი).
გამოყენება: ოლანზაპინი ნოლიანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ოლანზაპინს. ოლანზაპინი ნოლიანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ანტიფსიქოზურ საშუალებებს, და გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: - შიზოფრენია, დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი ან მგრძნობელობითი ჰალუცინაციები, მცდარი მსჯელობა. უჩვეულო ეჭვიანობა და ემოციური და სოციალური ჩაკეტილობა. ამ დაავადების მქონე ადამიანები ასევე შეიძლება თავს გრძნობდნენ დათრგუნულად, მშფოთვარედ ან დაძაბულად; - ზომიერი ან მძიმე მანიაკალური ეპიზოდები, აგზნების ან ეიფორიის სიმპტომებით მიმდინარე დაავადება; - ოლანზაპინმა ნოლიანმა აჩვენა, რომ ახდენს სიმპტომების რეციდივის პრევენციას ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებშიც მანიის ეპიზოდები დაემორჩილა ოლანზაპინით მკურნალობას.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რა დოზით და რამდენ ხანს უნდა მიიღოს პაციენტმა ოლანზაპინი ნოლიანი. ოლანზაპინი ნოლიანის რეკომენდებული დოზაა 5 მგ – 20 მგ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები ისევ ვითარდება, თუმცა ამ დროს არ უნდა შეწყდეს ოლანზაპინი ნოლიანის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ოლანზაპინი ნოლიანის ტაბლეტები მიიღება ერთხელ დღეში ექიმის დანიშნულების მიხედვით. პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ტაბლეტების მიღება მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა, მისი მიღება მოხდება საკვებთან ერთად, თუ საკვების გარეშე. ოლანზაპინი ნოლიანი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ოლანზაპინი ნოლიანი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.
შენახვის წესი: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 30C-ზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.