მელატონინს ძილის დროს გამოიმუშავებს ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი – ეპიფიზი. ასევე დიდი რაოდენობით არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მელატონინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. შთანთქავს თავისუფალ რადიკალებს. მონაწილეობს სხეულის, ტვინის და ჯირკვლების ბიოლოგიურ ფუნქციონირებაში. მელატონინი ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას. არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლის, იმუნური სისტემის მუშაობას და მხარს უჭერს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სიჯანსაღეს.