Neiromidinum tab 20mg #50

Neiromidinum tab 20mg #50

საქართველო

ავერსი-რაციონალი
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - ipidacrine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები_ → ნერვკუნთოვანი გადაცემის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები → ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები
შემადგენლობა:
ტაბლეტები: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
იპიდაკრინის ჰიდროქლორიდს – 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
საინექციო ხსნარი: 1 მლ შეიცავს:
იპიდაკრინის ჰიდროქლორიდს - 5 მგ ან 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 20 მგ.
საინექციო ხსნარი, 5 მგ/მლ და 15 მგ/მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი, ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის სტიმულატორი.
ჩვენება:
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევროპათია, ნევრიტი, პოლინევრიტი,
პოლინევროპათია, პოლირადიკულონევროპათია, მიასთენია, სხვადასხვა ეტიოლოგიის
მიასთენიური სინდრომი;
ბულბარული დამბლა, პარეზი;
მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ცნს-ის ორგანული დაზიანებები (აღდგენითი პერიოდი);
- დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები (კომპლექსური მკურნალობა);
- სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევა (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური
დემენციის სხვა ფორმები);
- ნაწლავის ატონია.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ნეირომიდინის 0.5% და 1.5% საინექციო ხსნარი შეჰყავთ კანქვეშ და კუნთებში. მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, მიასთენიის და მიასთენიური სინდრომის სამკურნალოდ 10-20 მგ (0.5-1 ტაბლეტი) მიიღება 1-3-ჯერ დღეში; კანქვეშ ან კუნთებში – 1 მლ 0.5% - 1 მლ 1.5% (5-15 მგ) საინექციო ხსნარი შეჰყავთ 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-2 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს რამდენჯერმე, მათ შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 1-2 თვეს.
- ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის მძიმე ფორმის დარღვევისას მიასთენიური კრიზის დასათრგუნად 1-2 მლ (15-30 მგ) 1.5% საინექციო ხსნარი შეჰყავთ პარენტერულად ხანმოკლედ. შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ ტაბლეტებით. დოზა შეიძლება გავზარდოთ 20-40 მგ-მდე (1-2 ტაბ.) 5-6-ჯერ დღეში.
- სხვადასხვა გენეზის მეხსიერების დარღვევის (ალცჰაიმერის დაავადება და სენილური ჭკუასუსტობის სხვა ფორმები) სამკურნალოდ დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ზოგჯერ შეიძლება 200 მგ-ს აღწევდეს, მკურნალობის კურსი – 1 თვიდან 1 წლამდე.
- ნაწლავის ატონიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ინიშნება 20 მგ (1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში 1-2 კვირის განმავლობაში. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება ადრე დანიშნული დოზით.
ნეირომიდინი ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით კლინიკური კვლევების სიმცირის გამო.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. იშვიათად აღინიშნება მ-ქოლინორეცეპტორების აგზნებით გამოწვეული შემდეგი გვერდითი მოვლენები: გაძლიერებული ნერწყვის დენა, მომატებული ოფლიანობა, ბრადიკარდია, გახშირებული გულისცემა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ფაღარათი, ბრონქული სეკრეტის გამოყოფის გაძლიერება, კუნთების კრუნჩხვები, ბრონქოსპაზმი, საშვილოსნოს ტონუსის გაძლიერება, კანის ალერგიული რეაქციები. ნერწყვის დენა და ბრადიკარდია შეიძლება შემცირდეს მ-ქოლინობლოკატორებით (ატროპინი და სხვა).
იშვიათად, მაღალი დოზის გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, სისუსტე, ღებინება, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). ამ შემთხვევაში დოზას ამცირებენ ან ხანმოკლე დროით (1-2 დღე) წყვეტენ პრეპარატის მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
იპიდაკრინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ეპილეფსია, ჰიპერკინეზით მიმდინარე ექსტრაპირამიდული დარღვევები, სტენოკარდია, გამოხატული ბრადიკარდია, ბრონქული ასთმა, ნაწლავების და საშარდე გზების ობსტრუქცია, ვესტიბულური დარღვევის მიმართ მიდრეკილება.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
ipidacrin
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page