Neirolepsin tab 400mg #50

Neirolepsin tab 400mg #50

საქართველო

ჯი-ემ-პი
About Product
საერთაშორისო დასახელება - carbamazepine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიეპილეფსიური საშუალებები

ჩვენებები
ეპილეფსია (პირველადი და მეორადი გენერალიზებული გულყრები ტონურ-კლონური კომპონენტებით; პარციალური კრუნჩხვები; ეპილეფსიის შერეული ფორმები);
- ნეირონული გენეზის ტკივილის სინდრომი; სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს,
- ესენციური გლოსო-ფარინგეალური ნევრალგია;
- დიაბეტური ნეიროპათია
- კრუნჩხვების პროფილაქტიკა, ჰიპერაგზნებადობა და ძილის დარღვევა ალკოჰოლური აბსტინენციის დროს;
- აფექტური და შიზო-აფექტური ფსიქოზების დროს (როგორც პროფილაქტიკური საშუალება);
- უშაქრო დიაბეტი (კომბინირებული თერაპიის სახით).

მიღების წესები და დოზები
ეპილეფსია: მოზრდილებს კარბამაზეპინი ენიშნებათ 100-200 მგ. 1-2-ჯერ დღეში (საწყისი დოზა), ამ დოზას თანდათანობით ზრდიან 800-1200 მგ-მდე (იშვიათად 1600 მგ-მდე დღეში). ბავშვებს კარბამაზეპინი ენიშნებათ 100-200 მგ. 1-2 ჯერ დღეში (საწყისი დოზა), ამ დოზას თანდათანობით ზრდიან 400-800 მგ-მდე დღეში. კარბამაზეპინის დღიური დოზა მოზარდებისთვის შეადგენს 600-1000 მგ-ს დღეში.
სამწვერა ნერვის ნევრალგია: 200-400 მგ კარბამაზეპინი დღეში (საწყისი დოზა), რომელიც ტკივილების ინტენსივობის შესაბამისად იზრდება 600-800 მგ-მდე დღეში. ხანდაზმულებისათვის ნაჩვენებია უფრო მცირე დოზები.
მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები: 400-600 მგ კარბამაზეპინი დღეში, როგორც სამკურნალო ასევე პროფილაქტიკური მიზნით.

გვერდითი მოვლენები
კარბამაზეპინით მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენები გვხვდება იშვიათად, აღინიშნება მკურნალობის საწყის ეტაპზე და რამოდენიმე დღის შემდეგ ქრება. ძირითადად ვლინდება თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევის შეგრძნება, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიტიურობა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა კარბამაზეპინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ, AV ბლოკადა, მწვავე პორფირია, ერთდროულად MAO-ს ინჰიბიტორებისა და ლითიუმის პრეპარატების მიღება.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
საქართველო
Generic
carbamazepine
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page