Melipramin tab 25mg #50

Melipramin tab 25mg #50

უნგრეთი

ეგისი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Imipraminum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 50 ც.1 დრაჟე
იმიპრამინის ჰიდროქლორიდი ............. 25 მგ

ჩვენებები:
დეპრესიის ყველა ფორმა (შფოთვით და მის გარეშე), ენდოგენური და რეაქტიული დეპრესია, ბიპოლარული აშლილობის დეპრესიული ფაზა, ატიპიური დეპრესია, პოსტფსიქოზური დეპრესია, დეპრესიული მდგომარეობა ცნს-ის ორგანული დაზიანების დროს და ა.შ.;
პანიკური აშლილობა.

მიღების წესი და დოზირება:
დოზას შეარჩევს ექიმი პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მითითებების მიხედვით.
დრაჟე
დრაჟეს რაოდენობას, რომელსაც პაციენტი იღებს ერთი მიღების დროს, ეწოდება დოზა.
ექიმები ძირითადად მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზიდან და შემდეგ თანდათანობით ზრდიან პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. გაუმჯობესება შესამჩნევი ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. საჭიროა მოთმინება და პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ ექიმი მელიპრამინის დრაჟეს არ დანიშნავს სხვა რეჟიმით, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს შემდეგნაირად:
მოზრდილები:
დეპრესია: ამბულატორულ ავადმყოფებს შეუძლიათ მკურნალობის დაწყება დოზით - 1 დრაჟე 1-3-ჯერ დღეღამის განმავლობაში. ექიმს შეუძლია დოზის თანდათანობით გაზრდა 150-200 მგ-მდე დღე-ღამეში დაახლოებით კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა: 50-100 მგ/დღე-ღამეში.
მძიმე შემთხვევებში სტაციონარულ ავადმყოფებში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 75 მგ დოზიდან დღე-ღამეში. ამ დოზის გაზრდა შეიძლება 200 მგ-მდე დღე-ღამეში 25 მგ-იანი საფეხურებით. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს დანიშნული უფრო მაღალი დოზები -300 მგ-მდე დღე-ღამეში.
ხანდაზმული პაციენტები (60 წელზე მეტი) და მოზარდები (18 წლამდე): ეს პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ და მათ შეიძლება განუვითარდეთ მძიმე რეაქციები მოზრდილთა დოზის მიღების შემთხვევაში. ამიტომაც მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე მცირე დოზიდან, რაც შეამცირებს დაავადების სიმპტომატიკას. შემდეგ შესაძლებელია დოზის თანდათანობითი ზრდა 50-75 მგ-მდე დღე-ღამეში. ექიმს შეუძლია დოზის მატება ოპტიმალურამდე 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მკურნალობა გაგრძელდება ამ დოზით.
ბავშვები (ღამის ენურეზი)
მკურნალობის რეკომენდებული სქემები:
6-8 წლის ასაკში (სხეულის წონა 20-25 მგ): 25 მგ/დღეში;
9-12 წლის ასაკში (სხეულის წონა 25-35 კგ): 25-50 მგ/დღეში;
12 წლის ასაკის ზევით (სხეულის წონა 35 კგ-ზე მეტი): 50-75 მგ/დღეში.
თუ მცირე საწყისი დოზების მიღებას არ მოაქვთ სასურველი თერაპიული ეფექტი, შეიძლება უფრო მაღალი დოზების მიღება.
ბავშვებში დაუშვებელია დოზის გადამეტება 2.5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.
- უნდა გამოიყენებოდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ზემოთ ჩამოთვლილი დოზების დიაპაზონიდან. დღეღამის დოზა შეიძლება დაინიშნოს ერთ მიღებაზე ძილის წინ. თუ საღამოს ვლინდება შარდის შეუკავებლობა, რეკომენდებულია დღეღამის დოზის გაყოფა (პირველი ნაწილი მიეცეს ბავშვს შუადღის შემდეგ, მეორე კი -ძილის წინ).
საინექციო ხსნარი
საინექციო პრეპარატი გამოიყენება მოკლევადიანი და დროებითი თერაპიისათვის, მხოლოდ ძლიერი აგზნებით მიმდინარე დეპრესიის შემთხვევაში ან როდესაც პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია.
თერაპია უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, რეკომენდებულია მკურნალობის მინიმალური ეფექტური დოზით დაწყება. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს. ინექცია უნდა გაკეთდეს ღრმად, კუნთში.

გვერდითი მოვლენები:
ავადმყოფებში, ვინც იღებს ამ პრეპარატს, შეიძლება არ გამოვლინდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. მათგან ზოგიერთი დამოკიდებულია დოზაზე და უკუვითარდება მისი შემცირებისას, ან მკურნალობის გაგრძელებისას მათი გამოხატულება მცირდება დამატებითი ზომების გარეშე. ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განსხვავება რთულია საწყისი დეპრესიული მდგომარეობისა და მისი სიმპტომებისაგან (მაგალითად, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, შფოთვა, პირის სიმშრალე).
- იმიპრამინის შეყვანა უნდა შეწყდეს მძიმე ფსიქიკური ან ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების ჩივილებისა ან სიმპტომების გამოვლენისას.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
უნგრეთი
Generic
imipramine
Dose
25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page