მელაქიდი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ არის სამკურნალო საშუალება შიგნით მისაღები წვეთები
შემადგენლობა: პრეპარატის 20 წვეთი შეიცავს: მელატონინი 1მგ, პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი 25მგ, ცაცხვის მშრალი ექსტრაქტი 25მგ, გვირილის მშრალი ექსტრაქტი 25მგ, კალიფორნიული ყაყაჩოს მშრალი ექსტრაქტი 25მგ, მაგნიუმის ოქსიდი 22.5მგ (მაგნიუმის ოქსიდის სახით, 6 % სადღეღამისო კვებითი მოთხოვნილების), კამის ნაყოფის ეთერზეთები 10მგ; დამხმარე ნივთიერებები: არომატიზატორი, მცენარეული გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, კალიუმის სორბიტი, წყალი.
ჩვენებები: მელაქიდი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: ძილის ხარისხის გაუმჯობესება; ფიზიოლოგიური ჩაძინების პროცესის დაჩქარება. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.Aარ გამოიყენება ხანგრძლივი დროით ექიმის კონსულტაციის გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: პრეპარატი არ გამოიყენება თუ დარღვეულია ფლაკონის მთლიანობა; გამოყენების შემდეგ ფლაკონს უნდა დაიხუროს თავსახური; გვერდითი ეფექტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს; არ არსებობს მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ, ამიტომ გამოყენების წინ რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა; სწორი დოზების გამოყენების შემთხვევაში არაა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ; სადღეღამისო დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა; მელაქიდი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ არღვევს სრულფასოვან კვებით რაციონს და ჯანსაღი ცხოვრების წესს; ფლაკონის ბოლოში ნალექის არსებობა გავლენას არ ახდენს პროდუქტის ხარისხზე.
დოზირება: ექიმის მიერ განსაკუთრებული მითითების არარსებობის შემთხვევაში, მელაქიდი ინიშნება 10 წვეთი 1-2 ჯერ დღეში (ძილის წინ ან საჭიროებისას). წვეთები შეიძლება გაიხსნას კოვზზე წყალში ან წვენში, ან ჩაეწვეთოს პირის ღრუში. გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონი შეინჯღრეს.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა: მელაქიდი, წვეთები შიგნით მისარები 30მლ შუშის ფლაკონში, საწვეთურ-თავსახურით, შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.