About Product
დასახელება - ფორსტრესი #30ტ
დახასიათება
ფორსტრესი წარმოადგენს გარსით დაფარულ ტაბლეტებს. იგი დიეტური დანამატია, რომელიც შეიცავს სათანადოდ შერჩეულ მცენარეულ ექსტრაქტებს. მისი შემადგენლობა ორგანიზმს ეხმარება სტრესულ სიტუაციებში. ამასთან შეიცავს მაგნიუმს და ვიტამინი B6-ს. ორივე ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია დაღლილობისა და სისუსტის დროს.
*აშვაგანდა (Withania somnifera) ადაპტოგენური ეფექტი აქვს, სტრესის პერიოდში ორგანიზმს ეხმარება შეინარჩუნოს ემოციური წონასწორობა, აუმჯობესებს მეხსიერებას და აადვილებს დამახსოვრების პროცესს, ასევე აუმჯობესებს ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას სტრესის, დაღლილობის, გამოფიტვის და კონცენტრაციის დაკარგვის პერიოდში.
**მელისა (Melissa officinalis L), ასევე ცნობილია ლიმონის ბალზამის სახელით, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი სტრესის, გაღიზიანების და ემოციური დაძაბულობის დროს; ხელს უწყობს პოზიტიური განწყობის და კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას, რაც ორგანიზმის სათანადო ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას განაპირობებს.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ხსნის დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას.
ვიტამინი B6 მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალურფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს სათანადო ფსიქოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებას, ამცირებს დაღლილობას და დაძაბულობას.
დანიშნულება
პრეპარატი, როგორც საკვები დანამატი, ძირითადად განკუთვნილია მოზრდილებისთვის, რომლებიც მისდევენ აქტიური ცხოვრების წესს, იმყოფებიან ყოველდღიური დაძაბულობისა და სტრესის ქვეშ.
რეკომენდებული დოზა
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, სასურველია დილით ჭამის შემდეგ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი. რეკომენდებულია დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
გაფრთხილება
პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სედატიური, ჰიპნოზური ან ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას, არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
186896
Generic
Withania somnifera+Melissa officinalis+mgnesium+vit B-6