Donagen tab 10mg #28

Donagen tab 10mg #28

საბერძნეთი

გენეფარმი
About Product
დონაგენი 10 მგ

მოქმედი ნივთიერება არის დონეპეზილის ჰიდროქლორიდი.
ხელმისაწვდომია ტაბლეტის ორი სხვადასხვა კონცენტრაცია. თითოეული 10მგ-იანი ოროდისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები:
კალიუმის პოლაკრილინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი (გაფრქვევით გამომშრალი), მონონატრიუმის ციტრატი უწყლო, ასპარტამი (E951), ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

გამოყენება:
დონაგენი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
დონაგენი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები. დონეპეზილი ზრდის ტვინში ნივთიერების (აცეტილქოლინი) დონეს, რომელიც მონაწილეობს მეხსიერების ფუნქციაში, აცეტილქოლინის დაშლის შენელებით.

პრეპარატი გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც დაუდგინდათ ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმა. სიმპტომები მოიცავს მეხსიერების დაკარგვას, დაბნეულობას და ქცევის შეცვლას. შედეგად, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებისთვის სულ უფრო რთული ხდება დღის განმავლობაში ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელება.
დონაგენი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში გამოსაყენებლად.

დონაგენის მისაღები დოზა:
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს ყოველ საღამოს ძილის წინ. ერთი თვის შემდეგ თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ 10 მგ ყოველ საღამოს ძილის წინ.
ტაბლეტის დოზა შეიძლება შეიცვალოს პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის, ასევე თქვენი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ საღამოს.
ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითება თქვენი პრეპარატის მიღების მეთოდთან და დროსთან დაკავშირებით.
არ შეცვალოთ დოზა დამოუკიდებლად, თქვენი ექიმის რჩევის გარეშე.

შეინახეთ 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
გენეფარმი
Country
საბერძნეთი
Generic
donepezil
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page