Citiqol caps 500mg #30

Citiqol caps 500mg #30

ბულგარეთი

ფორტექსი
-10% Extra With VISA Card
About Product
დასახელება - Citiqol - ციტიქოლი 500მგ 30 კაფსულა

რისთვის გამოიყენება ციტიქოლი
ციტიქოლინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ფსიქოსტიმულატორები“, რომლებიც გამოიყენება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების, გლაუკომისა და ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების პროგრესირებადი დაკარგვის დროს.

რა არის ციტიქოლი
ციტიქოლინი არის ფოსფოლიპიდი, რომელიც შედგება რიბოზას, პიროფოსფატის, ციტოზინისა და ქოლინისგან. წყალში ხსნადია და ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. ციტიქოლინი ენდოგენური წარმოშობისაა, როგორც შუამავალი ქოლინიდან ფოსფატიდილქოლინის წარმოების პროცესში, რომელიც შემდეგ ჰიდროლიზდება წვრილ ნაწლავში, რათა ქოლინი და ციტიდინი ხელმისაწვდომი გახდეს შემდგომი ბიოსინთეზისთვის. ციტიქოლინი არის ფსიქოსტიმულატორი ან ნოოტროპული საშუალება, რომელიც კვებავს და ამცირებს ნერვული უჯრედების დაზიანებას თავის ტვინთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესების დროს. ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინი და ზურგის ტვინი) აქტივობას. თავის ტვინში ფოსფოლიპიდების სინთეზის ხელშეწყობით, აღადგენს ნერვულ უჯრედებს (აყალიბებს ნეირონების მემბრანებს). აუმჯობესებს სწავლის, მეხსიერების, მსჯელობის და აზროვნების პროცესებს. შეიძლება დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცნობიერების დარღვევა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ან ტვინთან დაკავშირებული სხვა პრობლემები და პაციენტებს რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია.

სანამ მიიღებთ ციტიქოლს
არ მიიღოთ ციტიქოლი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. საკვები დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული დიეტის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ციტიქოლის მიღების წესი
1 კაფსულა დღეში

ციტიქოლის შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ციტიქოლი მუყაოს კოლოფზე ან ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ფორტექსი
Country
ბულგარეთი
Generic
citicoline
Dose
500მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page