Buspiron EGIS tab 5mg #60

Buspiron EGIS tab 5mg #60

უნგრეთი

ეგისი
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
გამოშვების ფორმა: 5მგ ტაბლეტი №60
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. რა არის ბუსპირონ-ეგისი და რისთვის გამოიყენება
ბუსპირონ-ეგისი არის პრეპარატი ანქსიოლიზური ეფექტებით (ხსნის შფოთვას).
გამოიყენება:
- შფოთვის, უპირატესად გენერალიზებული შფოთვის ხანმოკლე მართვისათვის, რაც გამოვლენილია შფოთვის ზოგადი შეგრძნებებით, როგორიცაა მსუბუქი ტაქიკარდია, თავბრუ და უკიდურესი მწუხარება. სიმპტომების კონტროლი რთულია პიროვნებისთვის და არ უკავშირდება რაიმე კონკრეტულ მოვლენას.

- დეპრესიის ადიუვანტური მკურნალობა; პრეპარატი არ გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ მონოთერაპიაში (როგორც ერთადერთი საშუალება). (დეპრესიის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: დეპრესიული განწყობა, როგორიცაა მოწყენილობა ან სიცარიელის შეგრძნება, ინტერესის დაკარგვა, ძილის დარღვევა, ცუდი ძილი ან ძილიანობა, ენერგიის დაკარგვა ან ენერგიის მნიშვნელოვნად დაქვეითება, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, მეტყველების გაღარიბება, გადაწყვეტილებების მიღების გართულება, სუიციდური აზრები ან განზრახვები).ავშვები და მოზარდები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ბუსპირონი არ გამოიყენება ცალკე დეპრესიის სამკურნალოდ. მას შეუძლია დეპრესიის კლინიკური ნიშნების შენიღბვა.როგორ მიიღება ბუსპირონ-ეგისი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 3X 5 მგ დღე-ღამეში (ე.ი. 3X 1 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ). აუცილებლობისას, ექიმმა შეიძლება გაზარდოს საწყისი დოზა 5 მგ-ით (ე.ი. 1 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ) ყოველ 2-3 დღეში 30 მგ დღიურ დოზამდე (ე.ი. 3X 2 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 3X 1 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ). რეკომენდებული დღიური დოზა არის 20-30 მგ (ე.ი. 4-6 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 2-3 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ).
ინდივიდუალური დოზები არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს (ე.ი. 6 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 3 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ) და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 60 მგ (ე.ი. 12 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 5 მგ ან 6 ტაბლეტი ბუსპირონ-ეგისი 10 მგ).

ტაბლეტები ყოველთვის მიიღება დღის ერთსა და იმავე დროს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
ვინაიდან ანქსიოლიზური ეფექტი ვლინდება დაახლოებით 7-14 დღეში და სრული თერაპიული ეფექტი ვითარდება მხოლოდ დაახლოებით 4 კვირაში, მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყოვნებლივ არ ხდება.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
უნგრეთი
Generic
buspiron
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page