ჩვენებები: მეხსიერების დაქვეითება; გონებრივი გადაძაბვა, გადაღლა; ინტენსიური გონებრივი მუშაობა, გამოცდების წინა პერიოდი; მენეჯერის სინდრომი; სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და-ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათია.
უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
დოზირება და მიღების წესი: მიიღება თითო კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, უპირატესად საკვებთან ერთად.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: იშვიათად-კუჭ-ნაწლავის თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცეული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის 2 წელი.
შენახვის წესი: ინახება 10-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!