Arkokafsi ginko caps #45

Arkokafsi ginko caps #45

საფრანგეთი

არკოფარმა
About Product
ემადგენლობა: ორგანული გინკოს ფოთლების (Ginkgo biloba) ექსტრაქტი და ფხვნილი (Totum integration)-ექვივალენტურია გინკოს თესლის 666მგ-ისა 2 კაფსულაზე. ორგანული ვაშლის ბოჭკო (Malus domestica), ორგანული ბრინჯის კონცენტრატი (Oryza sativa). შემავსებელი: აკაციის გუმფისი, 100% მცენარეული გელი (მიღებული ცელულოზისგან).
2 კაფსულა შეიცავს: გინკოს ფოთლების ფხვნილი-190მგ, გინკოს ფოთლების ექსტრაქტი-190მგ. გინკოლიდების კონცენტრაცია-1,2მგ.

ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათიები (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმული ასაკი), რასაც თან ახლავს ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუარესება, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევა; პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევები (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია), ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; დიაბეტური რეტინოპათია.

მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება 12 წლის ასაკიდან. მიიღება 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რჩევის გათვალისწინებით. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში არ არის რეკომენდებული.

შენახვის წესი: ინახება სინათლის, სითბოსა და ნესტისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 45 კაფსულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
საფრანგეთი
Generic
ginkgo biloba
Form
კაფსულა
Quantity
45
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page