Theraflex Plus caps #60

Theraflex Plus caps #60

Russia

ვტფ
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - chondroitine+glucosamine+vit.B1+B2
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა კაფსულები: შეფუთვაში 60 ც.
1 კაფს.
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი. . . . . . 500 მგ
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი. . . .400 მგ
დამხმარე ნივთიერებები:ჟელატინი, კროსკარმელოზური ნატრიუმი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მანგანუმის სულფატი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება. მუკოპოლისაქარიდული ბუნების პრეპარატი.

ჩვენებები პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია; მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად); ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.პრეპარატი რეკომენდებულია 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილთათვის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების კომპლექსურ მკურნალობისათვის ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პოსტტრავმული და სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები.

დოზირების რეჟიმი მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პირველი სამი კვირის განმავლობაში მიიღება 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, მომდევნო დღეებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მკურნალობის კურსები მეორდება 3 თვის ინტერვალებით ან ექიმთან შეთანხმებით.
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), ფენილკეტონურია. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
Show More
More Info
Brand
ვტფ
Country
Russia
Generic
glucosamine+chondtoitine+vitaminum
Form
კაფსულა
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page