Sertofen gel 1.25% 60gr

Sertofen gel 1.25% 60gr

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: გელის 1 გ შეიცავს აქტიური ნივთიერება: დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი 18.45 მგ

ჩვენება: მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული ანთებითი, ანთებით-დეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებები (მათ შორის, რევმატოიდული ართრიტი, სპონდილოართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი);

- რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი და ა.შ.);

-რბილი ქსოვილების და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადატვირთვის, ნაღრძობის, დაჟეჟილობის შედეგად და ა.შ.).



გამოყენების წესი და დოზირება: გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. გამოსაყენებელი პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია ანთებითი პროცესის და ტკივილის სინდრომის გამოხატულებაზე.

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, გელი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში.
სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7,5 გ-ს, რაც შეესაბამება დაახლოებით გელის 14 სმ-ს. გელი დაიტანება კანის დაუზიანებელ ნაწილზე და უნდა შეიზილოს სრულ გაწოვამდე. არ არის ნებადართული პრეპარატის წასმა ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე, პრეპარატი არ გამოიყენება 7 დღეზე მეტხანს.

უკუჩვენება: - მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს, ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- ანამნეზში ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ურტიკარია ან ანგიონევროზული შეშუპება, რომელთა განვითარება დაკავშირებული იყო მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე ნივთიერებების გამოყენებასთან (აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აასპ);

- კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

დექსკეტოპროფენის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.


გამოყენება პედიატრიაში: მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ბავშვებში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25C –ზე, ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
dexketoprofen
Dose
1.25%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
60გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page