Nalgesin forte tab 550mg #60
Nalgesin forte tab 550mg #60

Nalgesin forte tab 550mg #60

სლოვენია

კრკა
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - naproxen sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის
შემდგენლობა:
აპკით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: 550 მგ ნაპროქსენის ნატრიუმის მარილს
დამხმარე ნივთიერებებს: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, გარსი: (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი, ინდიგოტინი (E 132).

აღწერილობა
ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები დაფარული ლურჯი ფერის აპკით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნალგეზინ ფორტეს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი მოქმედება, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადით, იგი განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. ნალგეზინ ფორტეს ტაბლეტები კარგად იხსნება, უცებ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და უზრუნველყოფენ სწრაფ ანალგეზიური ეფექტს (30-60 წუთის შემდეგ).

გამოყენების ჩვენებები
ნალგეზინი გამოიყენება უპირატესად ტკივილის გასაყუჩებლად.
მისი დანიშვნა შეიძლება:
• პოსტტრავმული ტკივილისას (დაჭიმვა, დაბეჟვა),
• პოსტოპერაციული ტკივილები (ტრავმატოლოგიაში, ორთოპედიაში, გუნეკოლოგიაში, ყბა-სახის ქირურგიაში),
• გინეკოლოგიური ტკივილებისას (მენსტრუაციის დროს ტკივილის სინდრომისას, ინსტავაგინალური მანიპულაციების შემდეგ ტკივილისას და სხვა ტიპის ტკივილებისას),
• თავის და კბილის ტკივილისას,
• შაკიკისას,
• ზურგის ტკივილისას,
• სახსარშიდა რევმატოიდული დაავადებებისას.
ინფექციური დაავადებების დროს პრეპერატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით დამატებითი თერპიის სახით ტკივილის შესამცირებლად, ანთების და სხეულის მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად.
ნალგეზინ ფორტე შეიძლება გამოყენებულ იქნეს რევმატიული დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტისას, იუვენილური ართრიტისას, ოსტეოართრიტისას, მაანკილოზირებელი სპონდილიტისას, პოდაგრისას), ვინაიდან მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება.

გამოყენების მეტოდი და დოზები
აუცილებელია ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა. არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა და დოზირების შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
საჭიროა ექიმისგან ინფორმაციის მიღება მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
პრეპარატის მიღების მიახლოებითი სქემა:
ჩვეული დღიური დოზა, რომელიც გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად, შეადგენს 1-2 ტაბლეტს (550-1100 მგ-ს).
ძალიან ძლიერი ტკივილებისას ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 3 ტაბლეტამდე (1650 მგ), მაგრამ არა უმეტეს 2 კვირისა.
პრეპარატის გამოყენებისას როგორც სიცხის დამწევის საშუალება, საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (550 მგ), შემდეგ მიიღება 1/2 ტაბლეტი (275 მგ) ყოველი 6-8 საათში.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (550 მგ) ორჯერ დღეში. თუმცა მკურნალობის შეწყვეტა უნდა შეწყდეს, თუკი შაკიკის შეტევების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა არ მცირდება 4-6 კვირის განმავლობაში. შაკიკის შეტევის პირველივე ნიშნებისას აუცილებელია მიიღოთ 1ქ ტაბლეტი (825 მგ), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ ქ - 1 ტაბლეტი (275-550 მგ) 30 წუთის შემდეგ.
მენსტრუალური ტკივილის, სპაზმის, ინტრავაგინალური მანიპულაციების შემდეგ ტკივილების და გინეკოლოგიური ტკივილების შესამსუბუქებლად რეკომენდირებულია საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ), შემდეგ ქ ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ.
პოდაგრის მწვავე შეტევის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1ქ ტაბლეტს (825 მგ), შემდეგ 1 ტაბლეტს (550 მგ) 8 საათის შემდეგ, ხოლო შემდეგ ქ ტაბლეტს (275 მგ) ყოველ 8 საათში ერთხელ შეტევის უკუგანვითარებამდე.
რევმატოიდული დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზირებელი სპონდილიტი) ჩვეული დოზა შეადგენს ქ- დან 1 ტაბლეტამდე (275-550 მგ) ორჯერი დღეში - დილას და საღამოს.
საწყისი დღიური დოზა, რომელიც 3 ტაბლეტს შეიცავს (1650 მგ) რეკომენდირებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული ტკივილები ღამით ან /და დილის შებოჭილობა, ასევე სხვა პრეპარატიდან ნაპროქსენის პრეპარატზე გადასვლისას და სიმპტომებს შორის წამყვანი ტკივილის სიმპტომის არსებობისას.
დილის და საღამოს დოზები შეიძლება განსხვავებული იყოს.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
naproxen
Dose
550მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page