Loxidol supp 15mg #6

Loxidol supp 15mg #6

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - meloxicam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ქიმიური დასახელება
4-ჰიდროქსი-2-მეთილ-N-(5-მეთილ-2-თიაზოლილ)-2-H-1,2-ბენზოთიაზინი-3-კარბოქსიამიდი-1,1-დიოქსიდი
წამლის ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები.

აღწერილობა:
მკრთალი ყვითელი ფერის სუპოზიტორიები, ტორპედოსმაგვარი ფორმით და გლუვი ზედაპირით.

შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი (კრემოფორი RH40), მყარი ცხიმი (სუპოცირი AM).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები.

გამოყენების ჩვენებები
ტკივილის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა ოსტეოართრიტის (ართროზი, სახსრების დეგენერაციული დაავადებები), რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება
სუპოზიტორიები განკუთვნილია რექტალური გამოყენებისათვის.
გამოიყენება ლოქსიდოლის თითო სუპოზიტორია დღეში (15 მგ მელოქსიკამი დღეში). ვინაიდან, გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი დამოკიდებულია მიღებულ დოზასა და გამოყენების ხანგრძლივობაზე, სუპოზიტორიები უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

უკუჩვენებები
_ 15 წლამდე ასაკი;
_ ორსულობის მესამე ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი;
_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
_ ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმა;
_ თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (თუ ჰემოდიალიზი არ ტარდება);
_ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა ტვინში ან ნებისმიერი სხვა სახის სისხლდენა;
_ ანამნეზში პროქტიტი ან რექტალური სისსხლდენა.
ლოქსიდოლი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. არსებობს აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა აასს-ებთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობა. ასევე, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტთათვის, რომელთაც ასთმის, ნაზალური პოლიპოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების სიმპტომები (დაკავშრებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების მიღებასთან) აღენიშნებათ.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
meloxicam
Dose
15მგ
Form
სანთელი რექტალური
Quantity
6
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page