Flastin tab 150mg #10

Flastin tab 150mg #10

ესპანეთი

ლაბ. ლიცონზა
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: იბანდრონატის მჟავა
ჩვენება: იბანდრონატის მჟავა ნაჩვენებია პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, რათა შემცირდეს
მოტეხილობების რისკი. ოსტეოპოროზი, ძვლოვანი ქსოვილის გათხელება და სიმყიფე-ხშირი მოვლენაა ქალებში
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულ პერიოდში ხდება საკვერცხეების მიერ ქალური ჰორმონის-ესტროგენის
გამომუშავების შეწყვეტა, რომელიც ძვლოვანი სისტემის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ჰორმონია. რაც უფრო ადრე ეწყება ქალს მენოპაუზა, მით უფრო დიდია ოსტეოპოროზის და
მოტეხილობების განვითარების რისკი. ოსტეოპოროზის და მოტეხილობების რისკის ზრდის სხვა გამომწვევი მიზეზებია: კალციუმის და ვიტამინი D-ს უკმარისობა კვების რაციონში; თამბაქოს და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება; ფეხით სიარულის და ფიზიკური დატვირთვის სიმცირე; ოსტეოპოროზით დაავადებულთა არსებობა ოჯახის წევრებს შორის. ცხოვრების ჯანსაღი წესი ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას და მოიცავს: ბალანსირებულ დიეტას, რომელიც გამდიდრებულია კალციუმითა და D ვიტამინით; ფეხით სიარულს ან სხვა სახის ფიზიკურ ვარჯიშს; მოწევაზე და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმას.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; აქვს საყლაპავ მილთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა საყლაპავი მილის შევიწროვება, ყლაპვის გაძნელება; არ აქვს სულ მცირე ერთი საათის (60 წუთი) განმავლობაში ფეხზე დგომის ან გამართულად ჯდომის საშუალება; აქვს ან წარსულში აღენიშნებოდა სისხლში კალციუმის დაბალი მაჩვენებელი (უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს).
ბავშვები და მოზარდები: არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
იბანდრონატის მჟავის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად: არ მიიღება საკვებთან ერთად, ვინაიდან საკვებთან
ერთად მიღებისას პრეპარატის ეფექტურობა მცირდება. პრეპარატი მიიღება მხოლოდ წყალთან ერთად. სხვა სახის
სასმელებთან ერთად პრეპარატის მიღება დაუშვებელია. პრეპარატის მიღების შემდეგ აუცილებელია 1 სთ-იანი ინტერვალის დაცვა საკვების ან სასმელის შემდგომ მიღებამდე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი მიიღება მხოლოდ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან .
მიღების წესი: პრეპარატის მიღების დაწყება: იბანდრიქსი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
პრეპარატის დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს თვეში ერთხელ.

ტაბლეტი მიიღება დილით, გაღვიძების შემდეგ, საკვების ან სასმელის მიღებამდე (უზმოზე). ტაბლეტი მიიღება წყლით სავსე ჭიქით (სულ მცირე 180მლ წყალი). ტაბლეტი არ მიიღება კალციუმის მაღალი კონცენტრაციის შემცველი წყლით, ასევე ხილის წვენთან ან სხვა სახის სასმელთან ერთად.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ლიცონზა
Country
ესპანეთი
Generic
ibandronic acid
Dose
150მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
3
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page