Etodin SR tab 600mg #14

Etodin SR tab 600mg #14

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა

ყოველი ეტოდინი შღ 600 მგ ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით მიკრონიზებულ 600 მგ ეტოდოლაკს და დამხმარე საშუალებების სახით ლაქტოზას მონოჰიდრატს და ნატრიუმს და საღებავი ნივთიერებების სახით ტიტანის დიოქსიდს (E171), HPMC 2910 / ჰიპრომელოზა 3cP (E464), HPMC 2910 / ჰიპრომელოზა 6 cP (E464), მაკროგოლი / PEG 400 (E1521), პოლისორბატი 80 (E433).

ჩვენებები: რევმატული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, პოდაგრის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილის, დისმენორეის მკურნალობისთვის - მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვისთვის.

უკუჩვენებები: ეტოდინი SR არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა მომატებული მგრძნობელობა ეტოდოლაკის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალების მიმართ.

ეტოდინი SR არ გამოიყენება გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ეტოდინი SR არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან წარსულში ჰქონდათ მორეციდივე პეპტიკური წყლული ან წარსულში პეპტიკური წყლულის დაავადების არსებობისას (დადასტირებული დაწყლულების ან სისხლდენის ორი ან მეტი გამოკვეთილი ეპიზოდით).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ასთმა, რინიტი, ანგიოშეშუპება ან ჭინჭრის გამონაყარი) იბუპროფენით, ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპიისას.

გულის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და თირკმლის უკმარისობა

ორსულობის ბოლო ტრიმეტსრში,
ანამნეზში კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია, რაც დაკავშირებულია ადრე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან.
დოზირება და მიღების წესი

მიიღება პერორალური გზით.

სასურველია მიიღოთ საკვებთან ერთან ან ჭამის შემდეგ.

არასასურველი ეფექტების შემცირება შეიძლება სიმპტომების საკონტროლოდ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით (იხ. პუნქტი “გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები”).

მოზრდილები:

ეტოდინი შღ ტაბლეტები 600 მგ

ერთი ტაბლეტი ყოველ დღე, უნდა გადაიყლაპოს სავეს ჭიქა წყლის მიყოლებით.

დღეში 600 მგ-ზე მაღალი დოზების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები

ინახება 25რC-მდე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
თურქეთი
Generic
etodolac
Dose
600მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
14
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page