Efridol 100mg gr #30

Efridol 100mg gr #30

იტალია

მიტიმი
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 100 მგ გრანულები ორალური სუსპენზიისთვის # 30 საშეტი. ერთი საშეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება- ნიმესულიდი 100 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენება: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ლორ ორგანოების ანთებითი პროცესები. ჰიპერთერმია ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ფონზე. გაციების პრემორბიდული მდგომარეობა: საერთო სისუსტე, ცემინება, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესები: ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული (არარევმატიული) დაავადებები: ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, ტრავმა. პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი და დესტრუქციული დაზიანება: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი, ვეგეტოსიმპატოალგია და სხვა. რევმატიული დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა. ალგომენორეა, მტკივნეული მენარხე, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები. ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი, პოსტოპერაციული ტკივილი და სხვა .
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: 100 მგ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მოხუცებში, ბავშვებში (12-18 წლამდე), საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-80-მლ წთ) მედიკამენტის ფარმაკოდინამიკიდან გამომდინარე დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ანამნეზში არსებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი. ანამნეზში არსებული ჰეპატოტოქსიური რეაქცია ნიმესულიდზე. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, ანამნეზში არსებული წყლულის რეციდივი ან გასტრო-ინტესტინალური ჰემორაგიები, ცერებრო-ვასკულარული ჰემორაგია, ან ჰემორაგიული პათოლოგიები. კოაგულაციის დარღვევა. მძიმე კარდიალური დეკომპენსაცია. თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ-წთ ნაკლები). ღვიძლის უკმარისობა. 12 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია: ეფრიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის წესი: სპეციალური მითითებები შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს.
Show More
More Info
Brand
მიტიმი
Country
იტალია
Generic
nimesulide
Dose
100მგ
Form
გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page